ევერესტზე, 300 მთამსვლელის ცხედარია ჩამარხული

74
SHARE

ევერესტის მყინვარების დნობა ასობით მთამსვლელის ცხედარს აშიშვლებს, რომელიც მწვერვალის დალაშქვრის დროს დაიღუპა. მიიჩნევა, რომ სამასამდე ადამიანია დაღუპული მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალთან ბრძოლაში და მათი ცხედრების უმრავლესობა უცვლელად არის შენახული ცივ კლიმატში – მთამსვლელების სიკვდილიდან ათეულობით წლის მერეც კი. ბევრი მათგანი, ჯერ კიდევ, ჩამარხულია ჰიმალაების ყინულის ქვეშ; მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, გლობალური დათბობის პირობებში, ზოგიერთი მათგანის აღმოჩენა შესაძლებელი გახდება. ამ წლის სათხილამურო სეზონის დადგომასთან ერთად, ზოგიერთი ცხედარი მთის ჩინეთის ნაწილში უკვე აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
2015 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეცნიერულ კვლევაში კი საუბარია იმის შესახებ, რომ ევერესტის მყინვარები, შეიძლება, 22-ე საუკუნის დასაწყისში გაქრეს. და ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნახშირორჟანგის გამოყოფა გარემოში 70 პროცენტით შემცირდება. 1999 წელს, ბრიტანელი მთამსვლელის, ჯორჯ მალორის ცხედარი სწორედ ჯომოლუნგმაზე იპოვეს. მისი დაკარგვიდან 75 წელი იყო გასული. დღემდე, უცნობი რჩება, შეძლო თუ არა მან მწვერვალის დალაშქვრა დაღუპვამდე.

FB კომენტარები

კომენტარი