ევა ბარბაქაძის დასახმარებლად 16 მაისს „მრგვალ ბაღში“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

175
SHARE

 

ევა ბარბაქაძის დასახმარებლად 16 მაისს, 16:00 საათზე, „მრგვალ ბაღში“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა-გაყიდვა ევას მეგობრების მიერაა ორგანიზებული. თავისი წვლილის შეტანის საშუალებას საქველმოქმედო საქმეში ნებისმიერ ადამიანს მიეცემა.
„ვისაც თანხით დახმარება არ შეუძლია, საჭიროა, მოიტანოს სუვენირი, სამკაული ან ნებისმიერი ნივთი, რაც გასაყიდად გამოდგება და თქვენც არ დაგენანებათ. ნივთების ფასები მაქსიმალურად დაბალი იქნება (1-დან 10ლარამდე). ეს იქნება კიდევ ერთი გზა დახმარებისკენ, ჩვენი შეგროვილი თანხა გადაირიცხება ანგარიშზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოხვალთ და რისი შესაძლებლობაც გაქვთ, იმით დაეხმარებით ევას! ერთად ყველაფერს შევძლებთ და გადავარჩენთ მას“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი