BBC: ეგვიპტეში ნეფერტიტის აკლდამას მიაკვლიეს?! (ფოტოკოლაჟი)

1334
SHARE

ეგვიპტის დედოფალი ნეფერტიტი შესაძლოა, ფარაონ ტუტანჰამონის აკლდამაში ახლახანს აღმოჩენილ საიდუმლო ოთახში იყოს დაკრძალული.

ინფორმაციას ამის შესახებ, ტელეკომპანია BBC ბრიტანელი არქიტექტორის, ნიკოლას რივსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. არქიტექტორის მტკიცებით, რადიოლოკაციური სკანირების საშუალებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ტუტანჰამონის სამარხის ერთ-ერთი კედლის უკან, კიდევ 2 საიდუმლო ოთახია დამალული. ეგვიპტის მთავრობამ არქიტექტორს ნება დართო, გამოეყენებინა რადარი ისე რომ, მას ფარაონის აკლდამა არ დაეზიანებინა.

151001150707_nefertiti2_624x351_af_nocredit

ნეფერტიტი ეგვიპტის დედოფალი ჩვენს ერამდე 1351-1334 წლებში იყო. ნიკოლას რივსი თვლის, რომ ფარაონი ტუტანჰამონი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1323 წელს,  19 წლის ასაკში მოულოდნელად  გარდაიცვალა,  შესაძლოა,  დედოფლისთვის განკუთვნილი სამარხის წინა ნაწილში დაკრძალეს.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტუტანჰამონი, რომლის საფლავიც 1922 წელს იქნა აღმოჩენილი, დიდი ალბათობით დედოფალ ნეფერტიტის შვილი ყოფილიყო. დოქტორმა რივსმა საკუთარი თეორია მას შემდეგ შეიმუშავა, რაც ეგვიპტის ხელისუფლებამ ესპანური კომპანია Factum Arte დაიქირავა, რათა მას საფლავის დეტალური სკანირება ისე  ჩაეტარებინა, რომ ისტორიულ და ეროვნულ ღირებულებებს დაზიანების საფრთხე არ შექმნოდა.

სკანირების შედეგად, სამარხის გვერდით, მისი ზუსტი მოდელი აღმართეს. სკანირების შედეგებზე დაკვირვებისას, არქიტექტორმა რივსმა ერთ-ერთ კედელზე კვალი შენიშნა, რომელიც მისი განმარტებით ამტკიცებს, რომ იქ იყო 2 შესასვლელი და კიდევ  2 ოთახი. არიზონას უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ოთახებშია დაკრძალული დედოფალი ნეფერტიტი.

ტუტანჰამონის სამარხი არის ერთადერთი აკლდამა ეგვიპტის ფარაონებს შორის, რომელიც მძარცველებს ხელუხლებლად გადაურჩა. დაურბეველი საფლავის აღმოჩნენისას, იქ ძველეგვიპტური კულტურის 2 ათასი ძვირფასი ნივთი იქნა ნაპოვნი.

1338890987_20090331elpepucul_16

დოქტორი რივსი ამბობს, რომ სამარხის ზოგიერთი სტრუქტურული თავისებურება მიუთითებს იმაზე, რომ იგი თავდაპირველად დედოფლისთვის იყო განკუთვნილი და არა ფარაონისთვის. მეცნიერის ეს ვარაუდები ჯერ-ჯერობით არ დასტურდება სხვა ცნობილი ეგვიპტოლოგების მიერ.

და მაინც, ვინ იყო ნეფერტიტი?

მისი სრული სახელია: ნეფერ-ნეფერუ-ატონ ნეფერტიტი  (Nfr-nfr.w-Jtn-Nfr.t-jty), რაც ნიშნავს „უმშვენიერესი ატონის ლამაზმანთა შორის, (უნაკლო) ლამაზმანი მოვიდა“. ის იყო ეგვიპტის დედოფალი და ფარაონ ეხნატონის (ამენჰოტეპ IV)  მეუღლე. ნეფერტიტიმ და მისმა მეუღლემ მრავალღმერთიანობა ატონის – მზის ღმერთის კულტით შეცვალეს. ატონის კულტის ცენტრი აჰეტატონი იყო. მიიჩნევა, რომ ის 15 წლის ასაკში დაოჯახდა და ჰყავდა 6 გოგონა და 1 ბიჭი. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, ნეფერტიტი  იყო ფარაონ ტუტანჰამონის დედა. მსოფლიოსთვის ცნობილი ის, მისი ბიუსტის აღმოჩნეის შემდეგ გახდა, რომელიც ამჟამად ბერლინის ალტეს მუზეუმშია დაცული. რეალისტური სახის პროპორციებით შექმნილი ქანდაკება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში მცხოვრები დედოფლის ზუსტ პროტოტიპს გადმოსცემს. ამიტომ, ნეფერტიტი დღემდეც, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად მიიჩნევა.

1 2л25 22iht-nefertiti22-superJumbo 1386034048_107565261_large_5405555_3 AP_091015086712-1200 BRAND_BIO_BSFC_154726_SF_2997_005_20140124_V1_HD_768x432-16x9 bxt egypt-nefertiti-2595136-1680x1050 File-photo-of-the-statue-of-Queen-Nefertiti-Nofretete gty_nefertiti_kb_121206_wmain 100 Jahre Fund der Nofretete maxresdefault MTE4MDAzNDEwNjQwNTM3MTAy Nefertiti-Bust-2

FB კომენტარები

კომენტარი