„ეგებ ახლა მაინც მიხვდეს საქართველო, რომ მუსიკა მცოდნემ უნდა შეაფასოს“

1964
SHARE

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში სტეფანეს მადლობას უხდის და „იქს ფაქტორის“ შესარჩევ ტურს იხსენებს, როცა „გერმანული ვოისის“ ახლანდელი გამარჯვებული ნათია თოდუა  კასტინგზე მივიდა და მას მხარი გამორჩეულად სტეფანემ დაუჭირა, სოფო ტოროშელიძემ მის შესრულებას „ხელოვნური“ უწოდა,  გიორგი გაბუნიამ კი, ნათია თოდუას პერფორმანსს, სადაც ის თინა ტერნერის სიმღერას ასრულებდა, სასაცილო უწოდა.
„სტეფანე, ეგებ ეხლა მაინც მიხვდეს საქართველო, რომ მუსიკა მცოდნემ უნდა შეაფასოს, ნიჭი – ნიჭიერმა და არა სამყაროზე დაბოღმილმა ტიპმა…
ყველამ დავინახეთ, რომ მაგ პოლიტიკან ტიპებს ნიჭის დანახვა არ შეუძლიათ, დანახვა და დაფასება!
რა ხედვა და ალღო გაქვს, გილოცავ, შენ, პირადად – ამ საოცარ ადამიანში რომ შემართება არ ჩაქრა, ბრძოლის ჟინმა აქამდე რომ მიიყვანა, ამაში შენი ხედვის, შენი კეთილი გულის, სიტყვების და გამოსხივების მადლიცაა და გმადლობ, მე პირადად.
P.S. ფალიაშვილსა და ცაგარელსაც უხარიათ. მეთრეშე-მენაგვე და მისი რაზმი მუსიკას და მუსიკოსებს შეგვეშვანო, ზაქარიამ დაიბარა…“ – წერს  ჯანგულაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი