დღე მე-12- გოჩას და „ნატახტარის“ ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

58
SHARE

ევროპის ჩემპიონატის მეთორმეტე დღეს გოჩა გერმანიის და ჩრდილო ირლანდიის თამაშს დაესწრო და პირდაპირ სტადიონიდან მიესალმა ლუდი „ნატახტარის“ და ფეხბურთის მოყვარულებს. ეს მატჩი გერმანიის სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.
დამარცხების მიუხედავად, პირდაპირ ეთერში მაყურებელმა იხილა ჩრდილო ირლანდიელი გულშემატკივრების საოცარი კადრები. თამაშის შემდეგ დარჩენილი ჩრდილო ირლანდიელები კიდევ დიდხანს იყვნენ სტადიონზე და მღეროდნენ. იგრძნობოდა ერთიანობა და ნამდვილი ქომაგობა თავიანთი ნაკრების მიმართ.
გოჩას ჩართვისას ჩრდილო ირლანდიელებმა საქართველოც მოიხსენიეს და მხიარულად გაიმეორეს რამდენჯერმე: „Georgia” .
რაც შეეხება ვიქტორინას, გოჩამ პირდაპირ ეიფელის კოშკის ქვემოდან მიმართა ლუდი ნატახტარის და ფეხბურთის გულშემატკივრებს და შემდეგი კითხვა დაუსვა: „რომელ წუთზე გავა მეორე გოლო ესპანეთი- ხორვატიის მატჩზე?“ პირველი სწორი პასუხს ავტორს, ტრადიციულად ერთი ყუთი ლუდი ნატახტარი გადაეცემა.
გოჩა და „ნატახტარი“ ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი “ნატახტარი” თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიონზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, „ნატახტარის“ გვერდზე დასმულ კითხვებს, ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, რომ გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.

ბმულები:

https://www.facebook.com/natakhtari/videos/vb.111164455567650/1332274920123258/?type=2&theater

FB კომენტარები

კომენტარი