“დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი” – ვინ არის ჩცდ – ს ახალი პერსონაჟი სულიკო დარდიანიძე (ფოტო)

668
SHARE

“ჩემი ცოლის დაქალების” პოპულარული გმირის სულიკო დარდიანიძის როლის შემსრულებელი კახა გოგიძე თავისუფალი თეატრის მსახიობია.
“დღეს არსად არ ვარ შტატიანი თანამშრომელი…  თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ, ვთამაშობ ილიას უნივერსიტეტშიც და ვდგამ სპექტაკლებს. დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე 2008 წელს, დავიწყე სპექტაკლების დადგმა და ახლა უკვე 26-ე სპექტაკლს ვამთავრებ ახალცხეში. დავდგი ჭიათურაში, ქუთაისში, სენაკში, თელავში და ასე შემდეგ” – აცხადებს მსახიობი mshoblebi. ge – სთან ინტერვიუში.

– როგორ აღმოჩნდით
სერიალში სულიკო დარდიანიძის როლზე?
– ძალიან ბანალურად… ეკა მჟავანაძე არის ჩემი უსაყვარლესი არტისტი და მეგობარი. როგორც ვიცი, ეკას ეხება სერიალის კასტინგი, მან დამირეკა და მითხრა, ამ როლზე შენ მოიაზრები და თუ შეგიძლია რაღაც კონკრეტული ტექსტი ჩაწერო და გამოგვიგზავნოო… ჩავწერე ტექსტი, გადავაგზავნე და სამხატვრო საბჭომ რომ განიხილა, როლზე დამამტკიცეს. რასაკვირველია, დიდი სურვილი მქონდა მეთამაშა ამ სერიალში, რომელიც ძალიან მაღალრეიტინგულია და ბევრი ნიჭიერი არტისტი თამაშობს. უნიჭიერესი და კარგი ადამიანები არიან ქეთი დევდარიანი და გიორგი ლიფონავა. არც მიფიქრია, შემოთავაზებულ წინადადებას იმდენად დიდი სიხარულით დავთანხმდი. მსახიობი ვარ და ყველა მსახიობისთვის პრორიტეტულია, პოპულარული იყოს, თუმცა ჩემთვის პოპულარობა მთავარი აღარ არის, ასაკიდან გამომდინარე…
გიორგი ლიფონვასთან ადრეც მქონდა შეხება, “კლინიკაში” მიღებდა და ვიცი, რამდენად საინტერესო შემოქმედია. ძალიან ბევრ რეჟისორს ვიცნობ და უკვე გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შემიძლია, ვინ რით გამოირჩევა. ლიფონავა ამდენი წლებია ამ სერიალს იღებს და არც დევდარიანს და არც ლიფონავას ფანტაზია არ ელევათ. რთულია წლების მანძილზე ერთი და იგივე საქმე აკეთო და ასე წარმატებულად! მეც ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან.
მსახიობმა ასევე თავის ჭარბწონიანობაზეც ისაუბრა, ის 160 კილოგრამს იწონიდა.
– წონაში დაკლება თავდაპირველად დიეტით მოვახერხე. ათი წელი წონა მეჭირა, მაგრამ შემდეგ ისევ მოვიმატე. საერთოდ სტატისტიკა ასეთია, რომ ადამიანს რაც არ უნდა რკინის ნებისყოფა ჰქონდეს, მაინც იმატებს წონაში. შენარჩუნება შეუძლებელია იშვიათი გამონაკლისების გარდა. მეც 78 კილოგრამი დავიკელი, მაგრამ ათი წლის შემდეგ 68 კილო ისევ მოვიმატე.
პირველად ელენე გიორგაძის დიეტით გავხდი. ძალიან მიყვარს ელენე გიორგაძე და მისი ყველა თანამშრომელი.
წონაში ისევ რომ მოვიმატე, უკვე დიდი საშიშროება იყო ჩემი ფიზიკური ყოფნა-არყოფნის. 160 კილო ვიყავი და თავს საშინლად ვგრძნობდი. 160 კილო იმხელა წონაა, უკვე ერთი ქელეხის სამწვადეა. თან სიმაღლეში არ ვარ დიდი, სულ რაღაც 178 სანტიმეტრი გახლავ
ართ. თბილისში არის ქირურგი – დავით აბულაძე, რომელიც სასწაულებს ახდენს. მას მივმართე და ქირურგიული ჩარევით დავიკელი. საბედნიეროდ, კარგი ეფექტი აქვს ძალიან! ცხოვრების წესიც შევცვალე. მოკლედ რომ ვთქვათ – თავი გადავირჩინე!

 

 

 

FB კომენტარები

კომენტარი