დღეს ფრედი მერკური 70 წლის გახდებოდა

87
SHARE

მსოფლიო უდიდესი როკ-შემსრულებლის, ცნობილი როკ-ჯგუფ „Queen“-ის წევრის, ფრედი მერკურის (ფაროჰ ბულსარა) დაბადების დღეს აღნიშნავს. მომღერალს დღეს 70 წელი შეუსრულდებოდა. მერკური ტანზანიაში, ზანზაბარის კუნძულზე დაიბადა, თუმცა ინდოეთში გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ-ვარსკვლავად შერაცხეს. 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „Ibex“, რომელიც მალევე „Wreckage“-დ გადაკეთდა. ამავე წლის აპრილში მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი, რომელთა ჯგუფსაც „Smile“ ერქვა. იგი შეუერთდა მათ და ჯგუფსაც ახალი სახელი „Queen“ შეურჩია. სწორედ ამ დროისთვის მან კანონიერად გადაირქვა სახელი ფრედი მერკურად. მერკური საოცარი ვოკალური შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. როგორც კომპოზიტორმა, უამრავი უკვდავი ჰიტი შექმნა , მათ შორის: „We Are the Champions“ , „Killer Queen, Bohemian Rhapsody“; „Somebody to Love“; „Don’t Stop Me Now“ და „Crazy Little Thing Called Love“. 1991 წლის 23 ნოემბერს მომღერალმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ამცნო, რომ შიდსის ვისურისთ იყო დაინფიცირებული. მეორე დღეს კი 45 წლის მუსიკოსი ლონდონში, საკუთარ სახლში ვირუსისგან გამოწვეული ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

FB კომენტარები

კომენტარი