დღეს კორეელი რეჟისორის, კიმ კი-დუკის, დაბადების დღეა

329
SHARE

მსოფლიოს წამყვან სამხ.კორეელ რეჟისორს, კიმ კი-დუკს, დღეს 55 წელი შეუსრულდა. როდესაც 9 წლის იყო, თავის ოჯახთან ერთად, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გადავიდა. მანამდე, 9 წელი ბუნებაში გაატარა, ამიტომ სრული საშუალო განათლება არრ მოუღია. 15 წლისამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, 21-26 წლამდე კი, სამხედრო სამსახურს იხდიდა.912665_440884196106971_652358596_n
30 წლის ასაკში პარიზში წავიდა. სწორედ მაშინ ნახა პირველად კინო. მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ფილმმა “კრავთა დუმილი”, იგი მოხიბლული იყო ენტონი ჰოპკინსის შესრულებით. ასევე, შთაბეჭდილელების ქვეშ დაატყვევა ლეო კარაქსის ფილმმა “შეყვარებული პონტ ნოფიდან”. მომავალი რეჟისორი მოხიბლული იყო რეჟისორებით: ემირ კუსტურიცა და შოჰეი იმამურათი.
“რეჟისურა არ მისწავლია, საერთოდ, 30 წლამდე კინო არ მქონდა ნანახი. მახსოვს პირველი ფილმები: ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით “კრავთა დუმილი” და ლეო კარაქსის “შეყვარებულები პონტ ნოფიდან”. ამ ორმა ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ დავიწყე ფილმების ყურება და აღმოვაჩინე: ემირ კუსტურიცა, შოჰეი იმამურა – ყველაფერი, რამაც კინოინდუსტრიაზე გარკვეული წარმოდგენა შემიქმნა”, – ყვება რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში.
1418179_440884186106972_651421510_nდღეს უკვე მსოფლიოში წამყვანმა რეჟისორმა, ფილმების გადაღება 36 წლის ასაკში დაიწყო.
კიმ კი-დუკი რეჟისორობას, როგორც პროფესიას არ დაუფლებია, მას არ უსწავლია არაფერი კინოსთან დაკავშირებული პროფესიული კუთხით.
13 წლის განმავლობაში 15 ფილმი გადაიღო. მისი ფილმები ბერლინის, ვენეციის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, კანის კინოფესტივალებზე ჯილდოვდებოდნენ.
კიმ კი-დუკის ფილმები მოგითხრობენ ისტორიას განსაკუთრებული სიყვარულით, სინაზით, სისასტიკით და ხანდახან, სიჩუმითაც კი. მისი ფილმები სადაა და შთამბეჭდავი.1057090_440884189440305_1535701563_n
დღეს რეჟისორი სამხრეთ კორეაში, მთაში ცხოვრობს. მისი სახლი ფიცრული, ერთსართულიანი ნაგებობაა, რომელშიც სიცივისგან წყალიც კი იყინება. თავად რომ არ გაიყინოს, ამიტომ კარავი აქვს სახლში გაშლილი და იქ ცხოვრობს. მისი დღვანდელი ასკეტური ყოფა ძალიან ჰგავს მისი ფილმის “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი…და ისევ გაზაფხულის” გმირს, რომელსაც თავად თამაშობდა.
მისი ცნობილი ფილმებია: “ნიანგი”, “ველური ცხოველები”, “ოტელი: ჩიტების გალია”, “რეალური აზრი”, “კუნძული”, “ცუდი ბიჭი”, “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი..და ისევ გაზაფხული”, “ცარიელი სახლი”, “კიდობანი”, “დრო”, “სიზმარი”, “არორანი”, “პიეტა” და სხვ.
მისი ბოლო ფილმის “ოცნები12399133_440884182773639_1642526066_nს” გადაღებებს კინაღამ მსახიობი ემსხვერპლა. გმირი თოკზე ჩამომხრჩვალი უნდა გადაეღოთ. ამ დროს კი, ქალმა გონება დაკარგა, თუმცა, რეჟისორსა და გადამღებ გუნდს ეგონათ, რომ გარდაიცვალა. ამ შემთხვევის მერე, კიმ კი-დუკი დიდხანს იჯდა პატარა სენაკში და ტიროდა. ამ შემთხვევის შემდეგ, იგი სამ წელს მდუმარებაში იყო.
და ბოლოს, რაც შეეხება მის ოცნებას, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “მინდა შევქმნა ისეთი ფილმი, რომელიც ჯერ არავის გაუკეთებია – რომელიც არ გაკეთებულა და რომელსაც სხვა ვერავინ გადაიღებს”.

FB კომენტარები

კომენტარი