“დღეს ეს 6 წლის ყმაწვილი “ვენდისში” დააპატიმრეს და თითქმის 3 საათი დაჰყო შშს-ს მთავარ სამმართველოში”

3326
SHARE

სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ბესო მახარაშვილმა “პოსტი” გამოაქვეყნა.
ყველაზე პატარა “კრიმინალი” მსოფლიოში, 6 წლის მამუკა “ვენდისში” “დააკავეს” . სათამაშო სივრცეში ლუკას 2 წლით უმცროსს ბავშვთან “კონფლიქტი” მოუვიდა, ბავშვის ბებომ კი პოლიცია გამოიძახა და მამუკას უჩივლა. “დღეს ეს 6 წლის ყმაწვილი “ვენდისში” დააპატიმრეს და თითქმის 3 საათი დაჰყო შშს-ს მთავარ სამმართველოში მას შელაპარაკება მოუვიდა 2 წლით უმცროს (უცნობ) ბავშვთან (ლაბირინთში შეძრომა ვერ გაიყვეს), რის გამოც უცნობის ბებიამ უჩივლა პატარა მამუკას, გამოიძახა პატრული და დააჭერინა
ინციდენტში მონაწილე პირები საპატრულო პოლიციამ საბურთალოდან სამგორის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.
ეს კია კომედია და პატრულის ეკიპაჟსაც დიდი მადლობა, რომ ბავშვს ისე გაუმასპინძლდნენ. რომ გამოვიდა, დაკითხვიდან მეგობრად მოიხსენიებდა მათ, მაგრამ, აი, ასე გვესმის ქართველებს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უფლებების დაცვა, რომ შეგვიძლია, 6 წლის ბავშვს ვუჩივლოთ და განყოფილება-განყოფილება ვათრიოთ
#ყველაზეპატარადასაყვარელიკრიმინალიმსოფლიოში “, – წერს პოსტის ავტორი სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი