„დღეს “ბასიანზე” ვინ უკრავსო და დიჯეი „დუბინკაო“ – ფეისბუქის მარგალიტები (ფოტოკოლაჟი)

415
SHARE

ტალღას, რომელმაც თბილისს გადაუარა და უკვე მოინათლა „მუსიკალურ რევოლუციად“, არ გაგიკვირდებათ და სოციალურ ქსელში უკვალოდ არ ჩაუვლია.
მიუხედავად ორი აქციისა და ორად გაყოფილი აზრისა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი იუმორის გრძნობას არ კარგავს და ცდილობს ნარკოპოლიტიკის თემას, უფრო „მსუბუქად“ შეხედოს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„კიდევ კარგი მოსეს ღმერთმა ქართველების მწყემსვა არ დაავალა, თორე ის საცოდავი 40 წელი კი არა, დღემდე უდაბნოში ივლიდა“.
„დილით გადადგომას ითხოვდნენ, საღამოს ტაშს უკრავდნენ! გახარია – ჭეშმარიტი მეგრელია!“
„ამ ყველაფრის მერე, ნარმანიაც მეგრელია და გახარიაც?“
„ბიჭი თუ იქნება, გიორგის დავარქმევ!“ (პახუხი: გოგო თუ იქნა – ბაია)“
„შს მინისტრმა ბოდიში მოიხადა! მგონი აქციაზე დამეძინა და ევროპაში გამეღვიძა!“
„ამ აქციის მშვიდობიანი დასასრულით უკმაყოფილოები მხოლოდ პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე ბავშვები არიან“
„საატესტატოზე რომ შემხვდეს რომელი დავწერო ბასიანის ბრძოლაზე“
„ბრეგაძე რომელ საავადმყოფოში წევს? მაწონი უნდა მივუტანო“
„არ წამშალოთ, ილია ვარ!“
„ახალა ფაროსანა გვიყურებს და იცინის“
„1.მოვითხოვ ნარკორეალიზატორს დაკავებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე ეცნობოს დაკავების დრო და ადგილი;
2. ნარკორეალიზატორს მიმართონ თქვენობით;
3. დაკმაყოფილებული იქნას მისი ნებისმიერი მოთხოვნა;
4. დაკავება არ მოხდეს ღამის საათებში;
5. დაკავება არ მოხდეს ჭამის ან გართობის დროს;
6. თუ მიუსწრეს ნარკოტიკის გასაღების დროს დააცადონ რეალიზაცია და თანხა შეუნახონ ან გადასცენ ოჯახის წევრებს;
7. ნარკორეალიზატორის სახელის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება იყოს დასჯადი“.
„სანდრო ბრეგაძე მორგში მივიდა, მკვდარი ვარ, მიმიღეთო“.
„თემურ ლენგი ცოცხალი რომ იყოს და რუსთაველზე იმ მოცეკვავე გოგონას ხედავდეს მეცხრედაც შემოგვესეოდა და აგვაოხრებდა“.

“ეს ბაია პატარაიაა თუ პატარა ბაია?”
„დღეს ბასიანზე ვინ უკრავსო და დიჯეი „დუბინკაო“, – წერენ ფეისბუქმომხმარებლები.


Comments

comments