“დღევანდელი სიზმარი შემდგომი სირთულეების მანიშნებელი იქნება” – მიხეილ ცაგარელი

1245
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 21 თებერვლის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს: 

“გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულება, ახალი კავშირების გაბმისას კი, ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და რეფორმატორული, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის და ხელის კუნთებს. კარგი დღეა სუნთქვის ვარჯიშების ჩასატარებლად და გულის დაავადებების სამკურნალოდ. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ხორცის კერძები და ტკბილეული.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ნაცრისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი სირთულეების მანიშნებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და ლომისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი