“დღევანდელი დღე გეომაგნიტურია” – მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

381
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “ფორტუნასთან” 7 აპრილის პროგნოზზე საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს: 

“დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას შეუქმნის პრობლემებს. მოიმატებს თავის ტკივილი, მიაქციეთ ყურადღება არტერიულ წნევას. გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისათვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის. პარფიუმერიის, ტანსაცმლის, ავეჯის შესაძენად. კარგი დღეა ექიმებთან კონსულტაციისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე,  ენდოკრინული სისტემა, თირკმელი და კანის ზონა.

დღის ფერები და მინერალები – ბეჟი, ლურჯი, ცისფერი, ყვითელი მწვანე და ნაცრისფერი, ისინი თქვენს შარმს გაზრდიან. მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და გიაცინტი.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძებისა და ტყუპებისთვის, მორიელისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის”, – აცხადებს ცაგარელი.

FB კომენტარები

კომენტარი