დუბაიში ბრიტანელი ტურისტი Lamborghini-ით ზესწრაფი ქროლვის გამო, 48 ათასი დოლარით დააჯარიმეს

27
SHARE

30 ივლისს, ტურისტმა ავტომობილი „Lamborghini Huracan“-ი 2 დღით იჯარით გამოიყვანა და ამაში 2 ათას დოლარამდე გადაიხადა. პირველ რამდენიმე საათში, ტურისტმა, რომელიც დუბაიში, სავარაუდოდ, ოცნებას ისრულებდა და ამ ფანტასტიკური ავტომობილით გასეირნება მოიწყო, დაშვებულ სიჩქარეს 33-ჯერ გადააჭარბა. ქალაქის ფარგლებში ის 240 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებდა .

მანქანების გასაქირავებელ კომპანიაში ჯარიმები მეორე დღეს მიიღეს. ამ დროისთვის, მამაკაცმა უკვე გადაიხადა 19 ათასი დოლარი, დანარჩენი თანხის გადახდა კი იმისთვის გახდა საჭირო, რომ ჩამორთმეული ავტომობილის დაბრუნება მოხერხდეს. ამავე დროს, ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, დამრღვევს უფლება აქვს, ქვეყანა დატოვოს ისე, რომ ჯარიმა არ გადაიხადოს და ასეთ შემთხვევაში, თანხის გადახდა მანქანის გამქირავებელ კომპანიას მოუწევს. შემდგომში, კომპანიას შეუძლია, ზარალის ანაზღაურება სასამართლო წესით მოითხოვოს .

Comments

comments