დრამა ყინულზე – როგორ აატირა 18 წლის მოციგურავემ საზოგადოება (ვიდეო)

418
SHARE

მოსკოვში ფიგურულ სრიალში გრან-პრის მორიგი ტური გაიმართა. 18 წლის მოციგურავე იულია ლიპნიცკაიამ კი ნამდვილი დრამა დადგა. სპორტსმენმა არაჩვეულებრივად ისრიალა. ყველა ელოდა, რომ იგი თავისუფალი პროგრამითაც კარგად გამოვიდოდა, მაგრამ შუა სრიალისას მან გამოსვლა შეაჩერა და მწვრთნელთან მივიდა. შემდეგ კი სიტუაციის ასახსნელად მსაჯებისკენ გაემართა. როგორც გაირკვა, იულიამ რამდენიმე საათით ადრე ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და ფეხი ტკიოდა, რაც გამოსვლის დროს კიდევ უფრო გაუმძაფრდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოციგურავემ მაინც დაასრულა სრიალი და დარბაზისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

FB კომენტარები

კომენტარი