დონალდ ტრამპს მერვე შვილიშვილი შეეძინა (ფოტოკოლაჟი)

253
SHARE

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდი ტრამპი უკვე მერვედ ბაბუა გახდა. მის ქალიშვილს, 34 წლის ივანკას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს, რომელიც კომპანია New York Observer-ს ფლობს, ვაჟი, თეოდორი შეეძინათ. ტრამპის ქალიშვილმა მშობიარობის შემდგომ ახალშობილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო წარწერით: „ჩემი გული სავსეა“, სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ივანკას და ჯარედს თეოდორამდე ქალიშვილი – არაბელა და ვაჟი – ჯოზეფი ჰყავთ. ტრამპის უფროს ვაჟიშვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს, 5 შვილი ჰყავს. 69 წლის ამერიკელი მილიარდერი აშშ-ში მდებარე მსხვილი სამშენებლო კომპანია Trump ogranization -ის პრეზიდენტი და კომპანია Trump Ertentainment Resorts -ის დამაარსებელია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კაზინოებსა და სასტუმროების დიდ ქსელს მართავს. ბოლო დროს მისმა ამბიციებმა უკვე პოლიტიკურ სარბიელზე გადაინაცვლა და აშშ-ის პრეზიდენტობა გადაწყვიტა. ტრამპი მოცემულ პერიოდში აქტიური წინასაარჩევნო კამპანიით არის დაკავებული.

FB კომენტარები

კომენტარი