დონალდ ტრამპს მელანია და ჩეხეთის პრემიერის მეუღლე დაავიწყდა ( ვიდეო)

73
SHARE

აშშ-ს პრეზიდენტმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის და მისი მეუღლის, მონიკას შეხვედრის დროს, ფოტოების გადაღების ცერემონია არაფრად ჩააგდო.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის დროს, დონალდ და მელანია ტრამპები ჩეხეთის ლიდერს და მის მეუღლეს თეთრი სახლის შესასვლელში დახვდნენ.  ამერიკის პრეზიდენტი თავისი მეუღლის გვერდით უნდა დამდგარიყო, ერთობლივი ფოტოს გადასაღებად, თუმცა ის ბაბიშის მისალმების შემდეგ, მაშინვე რეზიდენციაში შევიდა.
ინციდენტმა მელანია ტრამპის და მონიკა ბაბიშის გაოცება გამოიწვია, რაც კამერებმაც აღბეჭდეს. ქალბატონებს ისღა დარჩენოდათ, მეუღლეებს უკან გაჰყოლოდნენ.
ეს, 2011 წლის შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია აშშ-ში, რომელიც ამერიკული მხარის მოწვევით იმართება.
ანდრეი ბაბიში ამერიკაში სამ დღეს დაჰყოფს.

FB კომენტარები

კომენტარი