დონალდ ტრამპი მერილ სტრიპს პასუხობს

348
SHARE

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ცნობილ ჰოლივუდელ კინომსახიობს მერილ სტრიპს ჰილარის იდეების მხარდამჭერი უწოდა. ტრამპმა ასევე გაოცება გამოთქვა, რომ მას ჰოლივუდელი კინომსახიობები ესხმიან თავს.
„მერილ სტრიპი არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ზედმეტად შეფასებული მსახიობი. ის არ მიცნობს და მაკრიტიკებს,“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერში. მან ასევე განაცხადა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტი არ გაუჯავრებია, მან მხოლოდ თქვა, რომ ამ ჟურნალისტმა ტრამპი უსამართლოდ გააკრიტიკა და 16 წლის წინანდელი ისტორია დაამახინჯა“.
​ცნობისთვის, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მერილ სტრიპმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მწვავედ გააკრიტიკა. სტრიპმა გაიხსენა, თუ როგორ აჯავრებდა ტრამპი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტს. ასევე მან ტრამპი გააკრიტიკა იმისთვის, რომ არჩეული პრეზიდენტი აშშ-ში იმიგრანტების რაოდენობის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.

FB კომენტარები

კომენტარი