დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს, ჰაერში 6-მეტრიან გაბრაზებულ „ბეიბი ტრამპს“ აუშვებენ (ფოტოკოლაჟი)

125
SHARE

 

ლონდონის მერმა სადიქ ხანმა გაბრაზებული „ბეიბი ტრამპის“ გასაბერი ბუშტის ლონდონის ცაში გაშვება დაუშვა. ამ უზარმაზარი გასაბერი ბუშტის გაშვება დონალდ ტრამპის ინგლისის დედაქალაქში ვიზიტის დროს მოხდება.
ნარინჯისფერი, ექვსმეტრიანი გასაბერი „ბეიბი ტრამპი“, რომელსაც გაბრაზებული აშშ-ის პრეზიდენტის სახე აქვს, პარლამენტის ეზოდან 13 ივლისს გაეშვება ცაში.
ორგანიზატორების ჩანაფიქრით, „ბეიბი ტრამპმა“ მსოფლიოს ირგვლივ უნდა იმოგზაუროს. მათი მიზანია, ტრამპმა თავისი ვიზიტის დროს იცოდეს, რომ მთელი ინგლისი მას უყურებს და დასცინის.
ლონდონის მერმა მისი გაფრენის ნებართვა მას მერე დართო, რაც საყოველთაო შემოწირულობებით, 22 ათასი ფუნტი და ასევე 10 ათასი ხელმოწერა შეგროვდა. შეგროვებული ფული ამ უზარმაზარი ქმნილების ჰელიუმით გავსებას მოხმარდება.

FB კომენტარები

კომენტარი