დონალდ და მელანია ტრამპების საშობაო ფოტო გამოქვეყნდა

73
SHARE

აშშ-ს პირველმა ლედიმ – მელანია ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე მისი და მეუღლის საშობაო ფოტოპორტრეტი გამოაქვეყნა. ​
ოფიციალური ფოტოსესია ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგა. ფოტოგრაფი ანდრეა ჰენქსია.
​მელანიას გემოვნებით საახალწლოდ მორთულმა ინტერიერმა ამერიკული საზოგადოების დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა.
აშშ-ის პირველმა ლედიმ თეთრი სახლის გაფორმებისას წელს აქტუალური წითელი ფერი გამოიყენა. როგორც ცნობილია, მელანიამ თეთრი სახლის საახალწლო დეკორის შესაქმნელად ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან მოხალისეებიც კი მოიწვია.

FB კომენტარები

კომენტარი