დისპეტჩერის გმირობის გულისამაჩუყებელი ისტორია – მან თვითმფრინავის ასობით მგზავრი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა

57
SHARE

ინდონეზიაში 21 წლის ავიადისპეტჩერმა, ანტონიუს აგუნგმა რამდენიმე ასეული მგზავრის გამო სიცოცხლე გაწირა.
ახალგაზრდა მამაკაცი კუნძულ სულავესის აეროპორტის მართვის პუნქტში იყო, რა დროსაც 7,4 ბალიანი მიწისძვრა დაიწყო. ის სამეთაურო-სადისპეჩერო კოშკურაში მანამდე იმყოფებოდა, სანამ ასაფრენად გამზადებული ლაინერი, ჰაერში არ აფრინდა. ბორტზე რამდენიმე ასეული ადამიანი იყო.
ამ დროს ნგრევის საფრთხის გამო​, სადისპეტჩერო პუნქტის ყველა სხვა თანამშრომელმა შენობა დატოვა. სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა, ასაფრენ ბილიკზე ღრმა ღრმულები გაჩნდა და დისპეჩერი პილოტებს გზას უკვალავდა. როდესაც თვითმფრინავი სამშვიდობოს გავიდა, უკვე დაგვიანებული იყო – კოშკურამ ნგრევა დაიწყო.
გმირი დისპეჩერი გადარჩენას ცდილობდა – ის მეოთხე სართულიდან გადახტა. აგუნგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა ჰქონდა. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, იგი მეორე დღეს დაიღუპა.
ანტონიუს აგუნგს ერთ თვეში 22 წელი უსრულდებოდა.
ინდონეზიაში მძლავრი მიწისძვრებისა და შემდეგ ცუნამის გააქტიურების შედეგად, ამ დროისთვის, 832 ადამიანია დაღუპული.

FB კომენტარები

კომენტარი