“დისნეის” მოსკოვის ფილიალის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა

56
SHARE

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა — ინფორმაციას ამის შესახებ AT.ge წერს. Disney Company CIS ევროპაში, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) მდებარე დისნეის კომპანიის მოსკოვის ფილიალია, ის დისნეის არხის რუსულ ვერსიას ფლობს და ამუშავებს.​

აბაშიძემ “დისნეიში” მუშაობა 2008 წელს დაიწყო, მას EMEA-ს ქვეყნებში ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოციზია ეკავა.

მოგვიანებით, 2014 წლიდან ის Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე საბერძნეთში, იტალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობდა.

კახაბერ აბაშიძე წლების წინ, Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაშიც მუშაობდა, სადაც ის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა

FB კომენტარები

კომენტარი