“დინამოზე” ახალგაზრდები დააკავეს, რომლებიც “სუპერთასის” დაწყებამდე შიგნით დამალვას აპირებდნენ

67
SHARE

“დინამოს სტადიონის” დაცვის თანამშრომლებმა აპარატურის ყუთების შემოწმებისას 4 ახალგაზრდა იპოვეს შენობაში და დააკავეს.

როგორც დაკავებულებმა პატრულის ეკიპაჟის მისვლის შემდეგ განაცხადეს, მათი განძრახვა მხოლოდ “სუპერთასზე” დასწრება და ვარსკვლავი ფეხბურთელების ახლოდან ნახვა იყო.

სამართალდამცავების წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულებს მხოლოდ ჯარიმის გადახდა შეიძლება დაეკისროთ.

წყარო: http://kkk.ge

FB კომენტარები

კომენტარი