დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოს მომავალი ჯანსაღი თაობის ხელში უნდა იყოს!

157
SHARE

 

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გუშინ, კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მან კლუბ “ბასიანში” გადაღებული სურათებიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს ფოტოები ნათელი დასტურია იმისა, თუ რა მიზნებს ისახავენ კლუბის უკან მდგომი მესვეურები.
“ეს ღამის კლუბ “ბასიანში” გადაღებული ფოტო მტკიცებულებები, კლუბის მენეჯერთან ჩაწერილი ინტერვიუს თანხლებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა რეალურ მიზნებს ისახავენ კლუბის უკან მდგომი მესვეურები : მომავალი თაობების გარყვნა, ნარკოტიზაცია, სოდომიზაცია, ტრადიციული ფასეულობების უარყოფა და ახალი კასტის შექმნა, შემდგომი დომინაციისთვის პოლიტიკურ სივრცეში! ეს ყოველივე უნდა აღიკვეთოს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით!
პირველ რიგში, გეკითხებით ღიად და საჯაროდ ყველას , ვისთვისაც სულერთი არ არის თქვენი შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელი დღე, ხართ თუ არა მზად დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ არ შევეგუებით მომავალი თაობების დაღუპვას ნარკოპროპაგანდისტების, აღვირახსნილი სოდომიტების და მათი მფარველების ხელით!!!
საქართველოს მომავალი ჯანსაღი თაობის ხელში უნდა იყოს!
განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიებისა, დადგა ჟამი, რამაც უნდა გაგვაერთიანოს და ერთობა განგვაცდევინოს!!!”,-წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1916403365044980&set=pcb.1916450891706894&type=3&theater

Comments

comments