დიზაინერმა ტანია ჰითმა მსოფლიო მოდაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა (ფოტოკოლაჟი)

61
SHARE

დიზაინერმა ტანია ჰითმა მსოფლიო მოდაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ახლა ჩვეულებრივი, ყოველდღიური ფეხსაცმელი შეგიძლიათ აქციოთ ელეგანტურ მაღალქუსლიან ფეხსაცმლად. თუ დაიღლებით მაღალ ქუსლებზე, შეგიძლიათ მარტივად გადააკეთოთ იგი უქუსლო ფეხსაცმლად. თითო წყვილს შეგიძლიათ დაუმაგროთ სხვადასხვანაირი ქუსლი, რაც უფრო მარტივს ხდის მის ტანისამოსთან შეხამებას. ამჟამად კოლექციაში ხელმისაწვდომია 4.5 სანტიმეტრიდან 8.5 სანტიმეტრამდე ქუსლები რომლებიც ერგება ფეხსაცმელს.
ტანია ჰითის ახალ კოლექციაში ასეთი ფეხსაცმელების ფასი 25 ევროდან იწყება და ყველაზე ძვირადღირებული 500 ევრო ღირს.

FB კომენტარები

კომენტარი