დიეტა ”12”- ორგანიზმის გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტით

729
SHARE

პირველი დღე – ”კეფირის”. უზმოზე 1 სადილის კოვზი ზეთი (ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის) დალიეთ. დღის განმავლობაში – 1 ლიტრი 2,5-პროცენტიანი კეფირი. სურვილისამებრ, დალიეთ ბალახების ჩაი, მაგრამ უშაქროდ.

მეორე დღე – ”ხილის”. უზმოზე ისევ დალიეთ 1 სადილის კოვზი ზეთი. დღის განმავლობაში მიირთვით 5-6 ცალი ფორთოხალი, დალიეთ უშაქრო ბალახების ჩაი.

მესამე დღე – ”ხაჭოს”. დილა ისევ ზეთით დაიწყეთ. დღის განმავლობაში შეჭამეთ სამი ბრიკეტი (250-გრამიანი) უცხიმო ხაჭო. ისევ დალიეთ უშაქრო ბალახების ჩაი.

მეოთხე დღე
– ”ყაბაყის”. უზმოზე 1 სადილის კოვზი ზეთის დალევა არ დაგავიწყდეთ. დღის განმავლობაში შეჭამეთ 2 ქილა (0,5-ლიტრიანი) ყაბაყის ხიზილალა. დალიეთ უშაქრო ბალახების ჩაი.

მეხუთე დღე
– ”შოკოლადის”. დილა ისევ ზეთით დაიწყეთ. დღის განმავლობაში უნდა შეჭამოთ შოკოლადის 100-გრამიანი ფილა. ტრადიციულად, უშაქრო ბალახების ჩაი.

მეექვსე დღე
– ”ვაშლის”. უზმოზე ისევ დალიეთ 1 სადილის კოვზი ზეთი. დღის განმავლობაში შეჭამეთ 1-1,5 გათლილი ვაშლი. დალიეთ უშაქრო ბალახების ჩაი.

მეშვიდე დღე –
”ყველის”. დალიეთ 1 სადილის კოვზი ზეთი. დღის განმავლობაში შეჭამეთ 300 გრამი ყველი (უმარილო იმერული ან სულგუნი). დალიეთ უშაქრო ბალახების ჩაი.

მერვე დღე
– ”ბოსტნეულის”. არ დაგავიწყდეთ უზმოზე 1 სადილის კოვზი ზეთის დალევა. დღის განმავლობაში შეჭამეთ ბოსტნეულის სალათა (150-200 გრამი) პომიდვრით, კიტრითა და მწვანილით. შეგიძლიათ ცოტა ზეთი მოასხათ. გამორიცხეთ არაჟანი და მაიონეზი. დღის განმავლობაში დალიეთ 1 ლიტრი ტომატის წვენი და სურვილისამებრ – ბალახების ჩაი.

მეცხრე დღე
– ”ხორცის”. დილა ისევ ზეთით დაიწყეთ. შეჭამეთ 400 გრამი კარგად მოხარშული საქონლის ხორცი. დალიეთ უშაქრო ბალახების ჩაი.

მეათე დღე
– ”ბოსტნეულის”. დილით – ზეთი, დღის განმავლობაში მერვე დღის ბოსტნეულის სალათა გაიმეორეთ. არ დაგავიწყდეთ ბალახების ჩაის დალევა.

მეთერთმეტე დღე
– ”ხაჭოს”. უზმოზე ზეთი, დღის განმავლობაში გაიმეორეთ მესამე დღის მენიუ. დალიეთ უშაქრო ბალახების ჩაი.

მეთორმეტე დღე
– ”ხილის”. არ დაგავიწყდეთ უზმოზე 1 სადილის კოვზი ზეთის დალევა. დღის განმავლობაში ან ერთი კილო ქლიავი შეჭამეთ, ან ნახევარი კილო ქლიავის ჩირი. არ დაგავიწყდეთ უშაქრო ბალახების ჩაის დალევა.

მარტივ დიეტას მარტივი წესები აქვს: დღის განმავლობაში შესაჭმელი პროდუქტები შეგიძლიათ რამდენიმე ულუფად დაყოთ. არ მიიღოთ საკვები 18 საათის შემდეგ. გახდომის გარდა, ეს დიეტა ნაწლავებსაც გაგისუფთავებთ.

წყარო: marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი