დიდ ბრიტანეთში იშვიათი ჯიშის მაკე ძროხა გადაარჩინეს

219
SHARE

დიდ ბრიტანეთში მაშველებმა 9-საათიანი, ოპერაციის შედეგად, მაკე ძროხა გადაარჩინეს, რომელიც 18-მეტრიანი კლდიდან წყალში ჩავარდა და შემდეგ იქვე მდებარე კუნძულზე გაცურა.
როგორც გაირკვა, ძროხა იშვიათ და ძველ ჯიშის, White Park-ს მიეკუთვნებოდა. ინციდენტი დასახლება პოლზეტის მახლობლად მოხდა. ძროხა წყალში საღამოს ჩავარდა, მაგრამ მისი ამოყვანა მაშველებმა გათენებამდე ვერ მოახერხეს. სამაშველო ოპერაციის დაწყებამდე, ცხოველს დასაძინებელი წამალი გაუკეთეს, შემდეგ სპეციალური თოკებით კლდეზე აიყვანეს და ვეტერინარებს გადასცეს.


FB კომენტარები

კომენტარი