დიდებული ციტატები ​სიყვარულზე

815
SHARE

 საუკეთესო ციტატები დაუსრულებელ და ყველაზე სასიამოვნო თემაზე – სიყვარულზე. ეს გამონათქვამები არ არის ბანალური და ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ადამიანები, რომლებმაც ისინი წარმოთქვეს. „სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას, ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციების დროს და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ“, – რეი ბრედბერი.

„სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს“ – ლევ ტოლსტოი.

„ვიღაცას ერთი ქალი არ ჰყოფნის და მეხუთეზე, მეათეზე გადაერთვება. სხვას კი ცხოვრებაც არ ჰყოფნის, რომ ის ერთადერთი უყვარდეს“ – კონსტანტინ ხაბენსკი.

„ორი არაიდეალური ადამიანი ერთმანეთს შეხვდა… შეიყვარეს… და ერთმანეთისთვის იდეალურები გახდნენ“ – ვიტალი გიბერტი.

„სიბერე სიყვარულისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ სიყვარული მარტივად დაგიცავთ სიბერისგან“ – კოკო შანელი.

„გაუზიარებელი სიყვარული ორმხრივი სიყვარულისგან ისევე განსხვავდება, როგორც სიცრუე ჭეშმარიტებისგან“ – ჟორჟ სანდი.

„უპასუხო სიყვარული არ ამცირებს ადამიანს, არამედ ამაღლებს მას“ – ალექსანდრე პუშკინი.

„გიყვარდეს – ე.ი. შედარებას თავი დაანებო“ – ბერნარ გრასე.

„სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს, გარდა სიღარიბისა და კბილის ტკივილისა“ – მარინა ცვეტაევა.

„როცა გიყვარს, შენში დიდი სიმდიდრე იშლება. არც კი გჯერა, რომ ასე შეგიძლია გიყვარდეს“ – ანტონ ჩეხოვი.

„სიყვარული კვდება. ცხოვრების უდიდესი ტრაგედია არა ადამიანის გარდაცვალება, არამედ ისაა, რომ მათ აღარ უყვართ“ – მოემი.

„ქალი წმინდაა. ქალი, რომელიც გიყვარს – ორმაგად წმინდა“ – ალექსანდრე დიუმა.

„ადამიანს ერთგული მეგობრისთვის ყველაფრის მიცემა შეუძლია – ყველაფრის, გარდა იმ ქალისა, რომელიც უყვარს“ – ჰეინრიჰ იბსენი.

„სიყვარული – ის ერთადერთია, რაც გონებას ავითარებს, შემოქმედებით ფანტაზიას აღვიძებს, ის, რაც გვწმენდს და გვათავისუფლებს“ – პაულო კოელიო.

„სიყვარულის ჩუქება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მიღება“ – ოდრი ჰეპბერნი.

„სიყვარული ერთია, მაგრამ მისი იმიტაცია – ათასი“ – ფრანსუა ლაროშფუკო. „სამყაროს შეცნობას ემსახურება სიყვარული და არა გერმანული ფილოსოფია“- ოსკარ უაილდი.

FB კომენტარები

კომენტარი