დიასახლისმა 80 სტუმარი იმის გამო მოწამლა, რომ მის მიერ მომზადებულ კერძებს დასცინეს

381
SHARE

ინდოეთში მცხოვრებმა პრადნა სურვასმა მასთან ახალმოსახლეობაზე მისული სტუმრები მოწამლა. მის მიერ საჭმელში ჩაყრილი ვირთხის შხამისგან, სულ 80 სტუმარი მოიწამლა, რომელთაგანაც 5 გარდაიცვალა.
როგორც პოლიციამ გაარკვია, პრადნამ ნათესავებს სამაგიერო იმის გამო გადაუხადა, რომ მის კულინარიულ შესაძლებლობებს დასცინეს. მას სურდა, ქმრის მთელი ოჯახი მოეშორებინა, მათ შორის ქმარიც, დედამთილ-მამამთილი, მული და სხვები. როგორც ის აცხადებს, ქმრის ნათესავები მისი კანის მუქ ფერსაც დასცინოდნენ და მუდამ იწუნებდნენ იმ საჭმელს, რომელსაც დიასახლისი ამზადებდა. საბოლოო ჯამში, მან მზაკვრული გეგმა შეიმუშავა და აღასრულა კიდეც. პრადნა ამტკიცებს, რომ ქორწინების ორი წლის განმავლობაში, მას გამუდმებით ამცირებდენ, რაც მისთვის აუტანელი აღმოჩნდა.

FB კომენტარები

კომენტარი