დეტოქსიკაციის 5 საუკეთესო რეცეპტი

167
SHARE

დეტოქსი – ორგანიზმის გაწმენდის შესანიშნავი საშუალებაა, ასევე შანსი, რათა კუჭ-ნაწლავის სისტემამ და ღვიძლმა დაისვენოს, ბონუსად კი ნელ-ნელა დაიკლებთ წონაში, გამოდევნით ტოქსინებს და ორგანიზმს გაიახალგაზრდავებთ.

გთავაზობთ დეტოქს-სასმლის რამდენიმე რეცეპტს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი:

1. ვაშლი და დარიჩინი.
წვრილად დაჭერით ერთი ვაშლი და დაასხით 500 მლ წყალი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი, გააცივეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ვაშლისა და დარიჩინის ნარევი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში.

2. ლიმონის წვენი და თაფლი.
2 ს.კ. ახალდაწურული ლიმონი შეურიეთ 200 მლ თბილ წყალთან, დაამატეთ 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი, 1 მწიკვი დაფქული ჯინჯერი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნარევი დაგეხმარებათ საკვების მომნელებელი სისტემის გაწმენდაში და შეგმატებთ ენერგიას.

3. ჯანჯაფილის სასმელი.

ჯანჯაფილის ფესვი (3-4სმ) გაფცქვენით და წვრილად  დაჭერით , დასხით  1 ლიტრი  ცხელი  წყალი, მიიყვანეთ  ადუღებამდე. გაცივების შემდეგ  დაამატეთ  ერთი  მწიკვი დარიჩინი  და რამდენიმე  კოვზი  ასკილის წვენი  მიიღეთ  დღის  განმავლობაში  100- 150 მლ  ჭამამდე  ნახევარის  საათით  ადრე. რეგულირდება  ნივთიერებათა  ცვლა , საკვების მომნელებელი სისტემა.

4.ჭარხლის წვენი.

მოამზადეთ  წვენი  1 ჭარხლის, 2 ვაშლისა და  ნიახურისგან,  მიიღეთ  დღეში  2-ჯერ, 1 ს.კ  დილას  და საღამოს  ჭამამდე  ნახევარი საათით  ადრე.

5. ჯანმრთელობის  კოკტეილი. 

მოამზადეთ  წვენი  1  ფორთოხლის, 1 ლიმონისა და  1 სტაფილოსგან  შეურიეთ  100 მლ მინერალური  წყალი. მიიღეთ  უზმოზე  ნახევარი საათით  ადრე.

წყარო:http://www.beaumonde.ge

FB კომენტარები

კომენტარი