დესერტი „ქეიქ პოპსი“

181
SHARE

ინგრედიენტები: კვერცხი – 5 ცალი, შაქარი – 150 გრ. გამაფხვიერებელი – 2 ჩ/კ. ფქვილი – 200 გრ. შესქელებული რძე – 100 მლ. თეთრი შოკოლადი – 1 ფილა, რძიანი შოკოლადი – 1 ფილა, საკონდიტრო მოსართავები, ჩხირები.
მომზადების წესი: კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი დავუმატოთ და ისევ მიქსერით ავთქვიფოთ. ცომი გამოსაცხობ ფორმაში ჩავასხათ და ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთით შევდგათ. გამომცხვარი ბისკვიტი გავაგრილოთ და დავაბლენდეროთ. შესქელებული რძე დავასხათ და კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან ბურთები გავაკეთოთ. შოკოლადის ფილები ცეცხლზე დავადნოთ. ჩხირები შოკოლადით დავასველოთ (ბურთები კარგად რომ დამაგრდეს) და ბურთები წამოვაცვათ. შემდეგ გამდნარ შოკოლადში ამოვავლოთ და ბოლოს – საკონდიტრო მოსართავში.

FB კომენტარები

კომენტარი