„დეპრესია, უიმედობა, ღმერთის მიმართ საყვედურები, დაუშვებელია” – ეკა კვალიაშვილის ემოციური წერილი საზოგადოებას

159
SHARE

მომღერალი ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანებს სწორად ცხოვრებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ღვთის მისამართით გამოთქმული საყვედურები, დაუშვებელია.
“კვირა +” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დეპრესია, უიმედობა, ღმერთის მიმართ საყვედურები, შემოქმედის მიმართ უკმაყოფილება, ეს დაუშვებელია!
ამიტომ, აღზარდე საკუთარი თავი, აიმაღლე, შეგნების დონე; შეიყვარეთ, უანგაროდ, იყავი მშვიდი, თბილი, იმედიანი.
არ განიკითხოთ! თუ რატომ არის ეს ცოდვა, თუ რატომ არ შეიძლება განკითხვა, ამას, თავის კონკრეტული ახსნა აქვს!
პირველ ყოვლისა, ყველა ადამიანში არის ჭეშმარიტი ღმერთის საწყისი, ანუ ყველა ადამიანი, ღმერთის მოვლენილია.
ადამიანების განკითხვით, ლანძღვით, შეურაცხყოფით, შეურაცხყოფთ ღმერთს!
ადამიანი, შვილია ღმერთის და მოვიქცეთ ისე, როგორც ღმერთის შვილებს შეეფერებათ.
-განკითხვა – რა არის განკითხვა? – ეს ის ცოდვაა, როდესაც ადამიანი, ამპარტავნებში ვარდება ანუ, დაუკვირდი. ადამიანი, მეორე ადამიანს აკრიტიკებს, განიკითხავს უკრიტიკებს ცხოვრებას, ამ ადამიანს, თავი სრულყოფილი ჰგონია და თავს აძლევ უფლებას, აკრიტიკოს და ჭკუა ასწავლოს სხვას!
ამ დროს, საკუთარ ცხოვრებას, რომ გადაავლოს თვალი, უამრავ რაღაცას იპოვის, რაც დასახვეწია.
გაზარდე თვითშეგნება, მოთმინება, ისწავლე სიყვარული,” იყავი სრულყოფილი, როგორც მამა ჩვენი.
ადამიანი ღმერთი ვერ გახდება, მაგრამ საკუთარ თავში მაქსიმალურად უნდა აღზარდოს ღვთიური მიმართულებები და დახვეწოს თვისებები, ნებისყოფა, ამას კი მუშაობა უნდა საკუთარ თავზე, პირველ რიგში – ნებისყოფა, და სიზარმაცის დაძლევა.
ნუ გადახვალ უფლის მცნებებს, ამაზე ბრძნულს, შენი გონება ვერაფერს მოიფიქრებს, იცხოვრე სიყვარულში, რწმენაში, სიკეთეში, ლმობიერებაში.
განაბრძნე გონება უფლის სწავლებაში, და შენ იქნები ის, ვინც უნდა იყოს ა დ ა მ ი ა ნ ი – რომელიც ღმერთშია, და ღმერთი ადამიანში….
ყოველდღიურად, ყოველწამიერად გახსოვდეს, ყველა სიკეთე, რაც გაგაჩნია, ღმერთმა მოგცა, ნუ დაგავიწყდება, მადლიერება უფლის მიმართ, ანგელოზების მიმართ, პირველ ყოვლისა, ღმერთისადმი უანგარო სიყვარული იგრძენი! ეს სისუფთავე გაატარე გულში, რომელსაც, მარადიული, უანგარო და ყველაზე ძლიერი, უწყვეტი – უფლის სიყვარული ჰქვია!
ა მ ი ნ ! როდესაც გულით იგრძნობ ამას, ხმამაღლა უთხარი, რომ ძალიან, ძალიან გიყვარს“, – წერს მომღერალი.

FB კომენტარები

კომენტარი