დემოგრაფიულ ცენტრში ჩემს მიერ 43 ლარია ჩარიცხული-კვიციანმა “სქრინი” გამოაქვეყნა

72
SHARE

დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სოციალურ ქსელში “სქრინი” გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ ინიცირებულ დემოგრაფიულ ცენტრში ჩარიცხული პირველი თანხებია ასახული.

“მეგობრებო და კოლეგებო!
მისაბაძი მაგალითი. ჩემს მიერ ინიციერებულ დემოგრაფიულ ცენტრში დღეს ჩაირიცხა პირველი თანხები.
500 ლარი ჩარიცხა პარლამენტარმა ბატონმა თამაზ ნავერიანმა. მადლობა მას.
ჩემს მიერ 43 ლარია ჩარიცხული და პირველი მარტიდან ყოველთვიურად ხელფასის 2 პროცენტი ავტომატურ რეჟიმში ჩაირიცხება ამ ცენტრში.
ცენტრის მიზანია ახალდაქორწინებული ოჯახებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქართული ემიგრაციის,დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი ანგარიშის ნომერი-:
GE45TB7204736080100010 “,-წერს კვიციანი.

FB კომენტარები

კომენტარი