დელის მეტროში დამონტაჟებულ ეკრანზე პორნოფილმი აჩვენეს (ვიდეო+18)

799
SHARE

ინდოეთის დედაქალაქ დელის მეტროში დამონტაჟებულ ერთ-ერთი ეკრანზე პორნოფილმი გაუშვეს. ეს „პიკის საათის“ დროს მოხდა. პორნოფილმს ეკრანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში აჩვენებდნენ. ამის შესახებ The Times of India იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, მეტროში დისპლეის დამონტაჟება დასრულებული არ იყო და მასთან დაკავშირება დაუცველი Wi-Fi-ის მეშვეობით ნებისმიერს შეეძლო. ამით სამმა მამაკაცმა ისარგებლა, რომლებმაც სმარტფონიდან ეკრანზე პორნოვიდეო გადასცეს.
მომხდარი თვითმხილველებმა გადაიღეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში განათავსეს.

FB კომენტარები

კომენტარი