დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი დაინიშნა – წყვილი ორ ქორწილს გადაიხდის (ფოტო)

81
SHARE

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინი დაინიშნა. მისი რჩეული ამერიკელი მილიარდერის ქალიშვილი, ნიკოლა პელცი გახლავთ.

21 წლის ბრუკლინმა ნიკოლა სამი წლის წინ კოაჩელაზე გაიცნო. წყვილი ორი ქორწილის გადახდას გეგმავს – ერთი ფლორიდაში, მეორე კი – გაერთიანებულ სამეფოში.

არსებული ინფორმაციით, გოგონას დედა ქორწილისთვის 4 მილიონიან ბიუჯეტს გამოყოფს.

ბრუკლინმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია Instagram–ზე გაავრცელა: “ორი კვირის წინ ჩემს რჩეულს ხელი ვთხოვე და დამთანხმდა. ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ დედამიწაზე”.

FB კომენტარები

კომენტარი