დედობისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის საქართველო 86-ე ადგილზეა

66
SHARE

საერთაშორისო ორგანიზაცია Save The Children ყოველ წელს ატარებს კვლევას და შემდეგ აქვეყნებს შედეგებს, თუ რომელ ქვეყნებშია საუკეთესო და უარესი პირობები დედებისთვის. დედობისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის კვლავაც ლიდერობენ სკანდინავიური ქვეყნები – ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ ფინეთსა და ისლანდიას. ყველაზე უარეს დღეში კი დედები სომალიში ყოფილან. სომალი შარშანდელის მსგავსად 179-ე ადგილზე აღმოჩნდა.
რასაკვირველია, გვაინტერესებს საქართველოს მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს პოზიციას ისურვებდნენ (შესაბამისად, უკეთეს პირობებსაც) ქართველი დედები, ოდნავ სასიხარულო ის არის, რომ შარშანდელთან შედარებით საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა. შარშან ამ რეიტინგში საქართველო 98-ე ადგილზე იყო, წელს კი 86-ეა. შედარებისთვის, რუსეთი 56-ე ადგილზეა, საუკეთესი შედეგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის აქვს ბელორუსს – 25-ე პოზიცია, უკრაინა კი 69-ეა. მაგალითად, საფრანგეთი 23-ე ადგილზეა, ამერიკა – 33-ეზე.
შეფასება ხუთი ინდიკატორის მიხედვით ხდება: სხვადასხვა ქვეყანაში ადარებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა დედების ჯანმრთელობა, ბავშვების კეთილდღეობა, განათლების დონე, ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური სტატუსი (დედების მონაწილეობა მართვის ორგანოებში).

წყარო: მშობლები.ჯი

FB კომენტარები

კომენტარი