დედის მიერ სანაგვეზე გადაგდებული ჩვილი მაწანწალა ძაღლებმა გადაარჩინეს

225
SHARE

ტაილანდის პროვინცია ჩონბურში ჩვილი, რომელიც დედამ სანაგვეზე გადააგდო, მაწანწალა ძაღლებმა გადაარჩინეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაინახეს, თუ როგორ აიყვანეს ძაღლებმა თეთრ ქაღალდში გადახვეული ბავშვი და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის წაერთმიათ.

ერთ-ერთმა მათგანმა მოასწრო მისი დახსნა ძაღლებისგან, გამოიძახა სამაშველო სამსახური და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულზე ძაღლის რამდენიმე ნაკბენი ქონდა, სხვა მხრივ კი მდგომარეობა სტაბილური იყო.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, რაიონში დამონტაჟებულ კამერებში სავარაუდო დამნაშავე, ბავშვის დედაა დაფიქსირებული . ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

Comments

comments