დედა შვილის დაბადების დღემდე 3 დღით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ ყველაზე მთავარი გზავნილი დატოვა

151
SHARE

ბრიტანეთის მოქალაქემ, ვუსტერშირში მცხოვრებმა 42 წლის სარა მედინგსმა სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელი პოსტი დაწერა, რადგან იცოდა, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა.
სარა მედინგსი სამი დღით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე მისი გოგონა 12 წლის გახდებოდა, თუმცა მოასწრო მათი ერთობლივი ფოტოს გამოქვეყნება და მნიშვნელოვანი სიტყვების გაზიარება. 42 წლის ქალს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა, რომელიც მალევე ლიმფურ ჯირკვლებზე გავრცელდა.
„ეს ფოტო არცთუ ისე დიდი ხნის წინ არის გადაღებული და მე მივცემდი ყველაფერს, რათა ის დღე დამებრუნებინა. ცხოვრება უსამართლოა. ეს ნამდვილად ასეა. არასოდეს არაფერი მიიღოთ ისე, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. გიყვარდეთ ისინი, ვინც ამას იმსახურებს. დააფასეთ უბრალო სილამაზე. ნუ იდარდებთ იმის გამო, რასაც ვერ შეცვლით. იყავით კეთილები. ნუ ელით განსაკუთრებულ მომენტებს. დატკბით ცხოვრებით“, – წერდა სარა.
2015 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობაც დაიწყო. ქიმიო- და სხივური თერაპიის მრავალი კურსის შემდეგ, მან დროებით დაამარცხა დაავადება. შვიდი თვის შემდეგ, ანალიზებში აღმოჩნდა, რომ სიმსივნე ლიმფურ ჯირკვლებზე იყო გავრცელებული. მთელი ავადმყოფობის განმავლობაში სარა გულის ამაჩუყებელ პოსტებს წერდა, რომლებიც მის ოჯახს და მეგობრებს ეძღვნებოდა. როდესაც ის გარდაიცვალა, ბევრს უბრალოდ არ სჯეროდა, რომ მის პოსტებს ვეღარ წაიკითხავდნენ. სოციალურ ქსელში, მის გვერდზე უამრავმა ადამიანმა გამოხატა მწუხარება.
„ჩვენ ყველანი შოკში ვართ. ის ისე იბრძოდა და ნამდვილად ბევრი ადამიანისთვის სტიმულის მიმცემი გახდა. ძალიან მოგვენატრება ყველას, განსაკუთრებით კი მის ულამაზეს ორ შვილს“, – ამბობს სარას დედა.

Comments

comments