დედა სიდონია: ცოტა იაზროვნეთ და ისე იფორიაქეთ და აკომენტარეთ სისულელეები

153
SHARE

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ლგბტ თემის “პრაიდსა” და მოწინააღმდეგე მხარის, ლევან ვასაძის განხადებებს ეხება, დედა სიდონია ეხმაურება.
“ბნელი სინათლის ნაკლებობაა, გავამრავლოთ სინათლე (სათნოება) და შემცირდება ბნელი. აგრესია კი იგივე ბნელია და  სინათლისგან შორსაა.
არა – ვასაძის ინიციატივებს  არ უდრის – კიი “პრაიდს”.
ცოტა იაზროვნეთ და ისე იფორიაქეთ და აკომენტარეთ სისულელეები.
ლგბტ-ზე მეტად  ჩვენს ქვეყანაში უვიცობა, ზედაპირულობა, სისასტიკე და პირუტყვს მიმსგავსებულობაში უფრო მეტი საფრთხეა – დეგრადირების.
ეკლესია  ამბიონიდან უნდა ქადაგებდეს ქრისტიანულ ღირებულებებს და მრევლი ისე აღზარდოს, ვერც ლგბტ მ “აცდუნოს და განრყვნას” და ვერც ვერავინ. ადამიანებს შინაგანად უნდა ჰქონდეთ ავ-კარგის გარჩევის იმუნიტეტი და აღარ მოუწევთ კომბლებით სირბილი”, – დედა სიდონიას განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

FB კომენტარები

კომენტარი