„დედას გლოვაზე მეტად ქველი საქმეები და პოეზია უხდება“ – პეტრე კოლხი პოეზიის საღამოს დედის ხსოვნას მიუძღვნის

122
SHARE

მამა პეტრე, დედის გარდაცვალების მე-40 დღემდე სამი დღით ადრე, ახმეტელის თეატრში პოეზიის საღამოს მართავს, რომელიც დედის ხსოვნას ეძღვნება. საღამოზე დასწრების მსურველები, ბილეთს წიგნის სახით შეიძენენ წიგნების მაღაზია ,,ლატერნაში“ შეიძენენ. „დედას გლოვაზე მეტად ქველი საქმეები და პოეზია უხდება…“ – წერს მამა პეტრე ფეისბუქის პირად გვერდზე და საზოგადოებას პოეზიის საღამოზე იწვევს.
პოეზიის საღამოში მონაწილეობას ახალგაზრდა პოეტი თემო შენგელიაც მიიღებს. როგორც თემო შენგელაიამ აღნიშნა, მამა პეტრე წიგნებიდან შემოსულ მთელ თანხას დედამისის საფლავის გაკეთებას მოახმარს. პოეზიის საღამო ახმეტელის თეატრში 27 მარტს, 19:00 საათზე, გაიმართება.

FB კომენტარები

კომენტარი