დედამ ორი შვილი გაგუდა და შემდეგ მათ დაწვას ცდილობდა (ფოტო)

650
SHARE

გასულ კვირას, ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ, ორი მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, 27 წლის ადგილობრივი მცხოვრები ელენა კარიმოვა დააკავა. მან 4 წლის ქალიშვილი და 2 წლის ვაჟი გაგუდა.
დედამ საკუთარი ხელით დაახრჩო შვილები და შემდეგ ორჯერ სცადა მათი სხეულების დაწვა, რათა კვალი გაექრო.
კარიმო საკუთარ საქციელს ვერ ხსნის. მისი მტკიცებით, ბავშვები იმიტომ მოკლა, რომ დაიღალა მათი გაზრდით და მატერიალურადაც ვერ ინახავდა მათ.
პირველ რიგში მოქალაქეს დაენიშნება ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელმაც პასუხები უნდა გასცეს ყველა კითხვაზე მკვლელობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ყველაფრისა, ის სასამართლოში საკმაოდ ადეკვატურად გამოიყურებოდა. კარიმოვას ახლობლების თმით, მას ძალიან უყვარდა ბავშვები და მსგავსი საქციელის ჩადენა არ შეეძლო. მათი თქმით, ამ ჩახლართულ საქმეში, ბავშვების მამის და კარიმოვას ყოფილი ქმრის ხელიც ურევია, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
26 აპრილს სოფელ ოსინკის მოსახლეობამ გამოძახა სახანძრო, მათი თქმით სოფლის ბოლოში მიტოვებული სიმინდის შესანახი ადგილი იწვოდა. როდესაც მეხანძრეები ცეცხლს გაუმკლავდნენ მათ საშინელი რამ აღმოაჩინეს- ორი მოკლული მცირეწლოვანის სხეული. ადგილზე მისულმა ექსპერტ კრიმინალისტებმა სხეულები დაათვალიერეს და მათი სავარაუდო დასკვნა ბავშვების ჯერ მკვლელობა და შემდეგ განძრახ დაწვა იყო.
გვიან საღამოს ოპერატიულმა სამსახურმა ბავშვების დედა დააკავა. პირველივე დაკითხვაზე ქალმა ბავშვების მკვლელობა აღიარა.
25 აპრილს დილით ადრე, მან მანქანაში, რომელიც დაქირავებული ჰყავდა, ჩაისვა ორივე შვილი. ამის შემდეგ ხელით გაგუდა ბავშვები და დაფიქრდა, რა გეკეთებინა შემდეგ.
მან უახლოეს ბენზინგასამართ სადგურში შეიარა, სადაც აალებადი სითხე იყიდა და ტყეში წავიდა, სადაც ბავშვების სხეულს სითხე გადაასხდა და ცეცხლი წაუკიდა. მაგრამ შეეშინდა, რომ არავის დაენახა, ამიტომ ჩააქრო ცეცხლი, ბავშვები უკანა სავარძელზე მოათავსა და სახლში დაბრუნდა.
მომდევნო დღეს ის კვლავ წავიდა ბავშვების დასამალად. სოფელ ოსინკის მახლობლად, მიტოვებული შენობა იპოვა, შეიტანა ბავშვების სხეულები, შენობას ცეცხლი წაუკიდა და თვითონ წავიდა.

FB კომენტარები

კომენტარი