“დედამიწაზე სამოთხე არსებობს” – 5 მითი მალდივის შესახებ (ფოტოკოლაჟი)

148
SHARE

თუ კი დედამიწაზე არსებობს სამოთხე, ის უდავოდ მალდივებზე იმალება! ამაზე მეტად ნეტარი ადგილის პოვნა ძალიან ძნელია. ინდოეთის ოკეანის თბილი, კამკამა წყალი, თეთრი ქვიშა, დაუვიწყარი განთიადი და მზის ჩასვლა – მთელი ეს სიმდიდრე არ დატოვებს გულგრილს ყველაზე პრეტენზიულ ტურისტსაც.
რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც სამოთხის კუნძულსაც დაიწუნებს.
განვიხილოთ 5 მითი მალდივების შესახებ.

–  ყველა კუნძული ერთნაირია

მალდივების რესპუბლიკა წარმოადგენს ჯაჭვს, რომელიც 1192 მარჯნისებური კუნძულისგან შედგება. ჩავთვალოთ რომ ყველა მათგანი ერთნაირია, აბსურდულია. ლოკალური კუნძულები და კუნძული – რეზორტები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან: ყველა მათგანი გარშემორტყმულია თავისი განუმეორებელი რიფებით, მათ ინდივიდუალური ფაუნა გააჩნიათ და რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებული და უნიკალურია.

– იქ ბევრი ტურისტია

სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შესაძლებელია მალდივებზე მოძებნო განცალკევებული დასასვენებელი ადგილი, რომელიც თითქმის უკაცრიელ კუნძულზეა განლაგებული.

–  ვერაფრით დაკავდები
მხოლოდ მას, ვინც არასდროს ყოფილა მალდივებზე, შეუძლია თქვას რომ იქ ვერაფრით დაკავდები. კუნძულებზე ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის დაივინგისთვის. დაივინგი ეს არა არის უბრალოდ ჰობი, არამედ მალდივების კუნძულის ნაწილია.

–  მალდივებზე თითქმის არ სვამენ
მიუხედავად იმისა, რომ მალოდეცი მუსლიმანური ქვეყანაა, ყველა კუნძულზე ნებადართულია ალკოჰოლის გაყიდვა. სასტუმროებში ცხოვრებისას დარწმუნებული იყავით, რომ ნებისმიერ ბარში შეძლებთ ალკოჰოლის შეძენას.

–  არ არის გამოსადეგი ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის
მალდივები იდეალურია არა მხოლოდ რომანტიკული მოგზაურობისთვის, არამედ ოჯახური დასვენებისთვისაც. რაც ყველაზე საინტერესოა, სასტუმროებში ბავშვებს, ზრდასრულების მსგავსად, VIP სტატუსი გააჩნიათ. მათ საკუთარი პატარა სამოთხე აქვთ კუნძულებზე “საბავშვო კლუბი” კერძო აუზით, გასართობი ცენტრი და სათამაშო ოთახი. კლუბი ღიაა 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. მოთხოვნის მიხედვით, ბავშვებს შესაძლოა ძიძამაც მოუაროს.

FB კომენტარები

კომენტარი