და-ძმამ, ავტოკატასტროფის დროს ოჯახი დაკარგა – ემოციური ფოტო

520
SHARE

ტეხასში ავტოკატასტროფამ ცოლ-ქმარი და 2 თვის ჩვილი შეიწირა, 4 და-ძმა კი დააობლა.
დასავლურ მედიაში გავრცელდა გულისამაჩუყებელი და სევდიანი ამბავი, რომელიც ფოტოკამერამ აღბეჭდა.
5 წლის და 8 წლის და-ძმა, საშინელი ავტოკატასტროფის შედეგად, კლინიკაში მოათავსეს, რომლებმაც ამ ტრაგიკული დღის შემდეგ, ერთმანეთი პირველად ნახეს. ბავშვებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს.
ავარიამ და-ძმის მშობლები და ორი თვის და იმსხვერპლა, მათი ძმები ვაიატი და ნიკოლასი კი გადარჩნენ. ორი წლის ნიკოლასი კლინიკიდან უკვე გაწერეს, თუმცა 4 წლის ვაიატმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო, მას მარცხენა მხარე პარალიზებული ჰქონდა და ჯერ კიდევ სერიოზულ მკურნალობას გადის.
31 წლის ჯიმ კლემენსი, მისი 29 წლის მეუღლე კარისა და ორი თვის ქალიშვილი ჯულიანა ტეხასში მდებარე ავტომაგისტრალზე მოძრაობისას დაიღუპნენ. Chevrolet Tahoe, რომელიც საპირისპირო ზოლში მოძრაობდა, მათ მანქანას დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, Chevrolet-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა.
ენჯი და ზაჰარი კვლავ კლინიკაში იმყოფებიან, მათ მოტეხილობები და სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ. ენჯი ავარიის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა, ამჯერად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირველი რაც მან გააკეთა კომიდან გამოსვლის შემდეგ, – ძმები მოიკითხა.
Chevrolet-ეს 23 წლის მძღოლმა მონიკა ოსტინმა და მისმა 1 წლის შვილმა ასევე დაზიანებები მიიღეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაობლებული ბავშვების დეიდამ, დაკრძალვის და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფარად, ფონდი შექმნა, სადაც ყველა მსურველს, ბავშვების დასახმარებლად, ფულის ჩარიცხვა შეუძლია.

FB კომენტარები

კომენტარი