“და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ” – ლევან აკინის, ქართული გეი დრამის თრეილერი გამოქვეყნდა

450
SHARE

ლევან აკინი ქართველი რეჟისორია, რომელიც შვედეთში მოღვაწეობს. მან გადაიღო ქართული გეი დრამა, რომლის ტრეილერი Indiewire-მა გამოაქვეყნა.
“ჩემი ფილმით მინდოდა, საკუთარ ქართულ ფესვებს დავბრუნებოდი. მე მოგიყვებით იმ რეალობაზე, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. ეს ეხება როგორც ახალგაზრდა ლგბტ ადამიანების ცხოვრებას, ასევე –  საქართველოს ისტორიასა და დღევანდელ მდგომარეობას ქვეყანაში. ფილმი არის საკმაოდ ღრმა შინაარსის, რომელშიც ძალიან დიდი შრომა ჩავდე”, – თქვა ლევან აკინმა.
ქართული გეი დრამის მოკლე შინაარსი კი შემდეგნაირია: “მერაბი პატარაობიდან ემზადება ქართულ ნაციონალურ ანსამბლში, მარისთან ერთად, თუმცა, უეცრად, მერაბის ცხოვრება იცვლება, როდესაც ანსამბლში მომხიბვლელი და ქარიზმატული ირაკლი იწყებს სიარულს. მერაბმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი, გარისკოს და დასძლიოს ყველანაირი შიში.”
“ჩემი ინსპირაცია 2013 წლის 17 მაისს მიმდინარე მოვლენები იყო, როდესაც ეკლესიის წარმომადგენლები ლგბტ თემებს თავს დაესხნენ. მივხვდი, რომ ამ თემას უნდა შევხებოდი”, – თქვა აკინმა.
აკინის აქამდე ორი ფილმი აქვს გადაღებული, ხოლო “და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ” მესამე იქნება. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართება.

იხილეთ: თრეილერი

‘And Then We Danced’ Trailer: First Look at Georgian Gay Dance Romance Ahead of Cannes Debut

 

FB კომენტარები

კომენტარი