დაშორდნენ თუ არა ერთმანეთს სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე

73
SHARE

”მარაო რუსთავი 2-” ზე ახალი სეზონიდან ვეღარ ვნახავთ ”ცეკვის გაკვეთილებს”, რომელიც თბილისში, როგორც თავად ამბობდნენ, ყველაზე შეყვარებულ წყვილს, სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძეს მიჰყავდათ. იმავდროულად ის ამბავიც გავრცელდა, რომ გიორგი და სალომე ერთმანეთს დაშორდნენ.

– გიორგი, რამდენიმე ამბავი გავიგეთ შენ შესახებ და გვინდა გადავამოწმოთ.
– გისმენთ ყურადღებით.
– ამბობენ, ”მარაო რუსთავი 2”-ზე შენი და სალომე ჭაჭუას გადაცემა, სადაც თქვენ მოწვეულ სტუმრებს ცეკვებს ასწავლიდით, დაიხურა.
– გადაცემა დაიხურა. ამ არხზე რაღაცები იცვლება. ჩემი გადაცემაც დაიხურა. ჯერჯერობით ასეა და შეიძლება, მომავალში გაგრძელდეს, არ ვიცი, ვნახოთ.
– შენს გადაცემაზე რას იტყვი? მოგწონდა?
– გადაცემა ძალიან მომწონდა და გადაღებებზე კარგად ვერთობოდით. იმედია, მარტო მე არ მომწონდა და სხვებსაც მოსწონდათ, რადგან რეიტინგი ჰქონდა. ეს გადაცემა ამ სახით შეიძლება, არ გაგრძელდეს და შესაძლოა, ცოტა სხვა ფორმატი ჰქონდეს. რაღაცები ლაგდება და რაღაცები იგეგმება.
– ფორმატის შეცვლაში რას გულისხმობ. შესაძლოა, წამყვანები სხვები იყვნენ, ან რომელიმე შეიცვალოთ?
– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს ყველაფერი დასაგეგმია. არ მაქვს ინფორმაცია, რას შემომთავაზებენ ”მარაოდან”.
– ”რუსთავი 2”-ზე რჩები ”გააცინე და მოიგეს” წამყვანად?
– ”რუსთავი 2”- ზე და ”კომედი არხზე” ძველებურად ვარ.
– შენ შესახებ კიდევ ერთი ამბავი გავიგეთ. ამბობენ, რომ შენ და სალომე დაშორდით და გადაცემის დახურვის მიზეზი ეს იყო.
– არა, არანაირად არაა მართალი. უბრალოდ, გადაცემები როგორც იწყება, ისევე იხურება, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
– ე.ი. შენ და სალომე ძველებურად ერთად ხართ?
– მე და სალომეს შორის არაფერი შეცვლილა, ასე რომ, გადაცემის დახურვის მიზეზი ეს ნამდვილად არაა.
– მიზეზიც დაასახელეს, რატომაც დაშორდით.
– რას ამბობენ? მეც მაინტერესებს, გამაგებინეთ.
– თქვენი საახლობლო წრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დიდი ხანი არაა, რაც დაშორდით. შენ მექალთანეობა ”გბრალდება” და სალომეზე კი ამბობენ, რომ სულ ცეკვებზეა გადართული, ძალიან დაღლილია და ამის გამო ხშირად უხასიათოდაა.
– (იცინის) შეგიძლია დაწერო, რომ ამ ამბავზე ბევრი ვიცინე. არც ვიცი, რა გითხრათ. ათას რამეს ამბობენ.
– ანუ ერთად ხართ და კარგად ხართ?
– კი, გადაცემა ცხოვრებას არ წყვეტს. გადაცემამდეც ვცხოვრობდით და გადაცემის გარეშეც ვიცხოვრებთ როგორმე.

ჩვენ, რასაკვირველია, ვცადეთ სალომე ჭაჭუასთან დაკავშირებაც, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. როდესაც მივწერეთ, რომ მისი და გიორგის დაშორების ამბავი გავიგეთ და გვინდოდა, ეს ინფორმაცია მასთან გადაგვემოწმებინა, მოგვწერა, რომ არავინ არავის დაშორებია და ამ თემაზე ინტერვიუს ჩაწერა არ სურდა.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი