დაუჯერებელი ისტორია – თბილისში მოქალაქეს, რომელმაც ქეისი იპოვა და პოლიციაში მიიტანა, პატიმრობა შეუფარდეს

2373
SHARE

მოქალაქემ, რომელმაც სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ ქეისი იპოვა და პოლიციას გადასცა, საგამოძიებო უწყება ქეისის მეპატრონის – ირანელი მოქალაქის ჩვენების საფუძველზე, ფულის მოპარვას ედავება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე წერს.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე საქმე დახურა, თუმცა პროკურორმა ნათია ქომოშვილმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მიმართა და განჩინების საფუძველზე ქეისის მპოვნელი დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

„უპირველეს ყოვლისა, ყველას უღრმესი მადლობა. ყოველი თქვენგანის ყურადღებამ საოცარი ძალა მომცა.

მოკლედ მოგიყვებით, რა მოხდა – 14 ივნისს ჩემი დის შვილი თავის ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო მაღაზია „ნიკორაში“ – როცა უკვე დახლთან მივიდნენ ჩემმა დის შვილმა შენიშნა პატარა ზომის ქეისი, რომელშიც ირანელი მოქალაქის საბუთები, საბანკო და კაზინოს ბარათები ეწყო.

მიიტანეს პოლიციაში იმავე დღეს, გაფორმდა ოქმი შემდეგ დღეს.

მოკლედ ირანელმა გადაწყვიტა, რომ ფულიც მქონდაო, ჩვენებაში ვერაა ჩამოყალიბებული, ზუსტად რამდენი. ჯერ ვერ იხსენებს, სად დაკარგა, მერე იწყებს 1000$ და ამთავრებს 1300-მდეო და 40 ლარი მქონდაო. მერე ამავე ჩვენებაში ამბობს რომ საფულე იქვე დავდე და დამრჩაო. რადგან ფული ჯიბიდან ამოვიღეო – ანუ, რეალურად, იქვე ამბობს, ჯიბეში მედო ფულიო.

მოკლედ, პოლიციამ არ მიიჩნია საკმარის სამხილად ეს ჩვენება და საქმეს ხურავდა, როცა ისანი-სამგორის პროკურორი, ვინმე ნათია ქომოშვილი მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით და განჩინების საფუძველზე დააკავეს ჩემი დის შვილი!!!

დააკავეს კვირას საღამოს. წინა დღეს გვითხრეს, საქმე დაიხურაო, ორშაბათს წაუყენეს ბრალი და დღეს სასამართლომ შეუფარდა 2-თვიანი წინასწარი. 19 აგვისტოს დაინიშნა სასამართლო!!!

აზარტული თამაშების მოყვარული ირანელის (მის საბუთებთან ერთად ყველა კაზინოს ბარათი იდო ) ტყუილი ჩვენების საფუძველზე ის ახლა საპატიმროშია. სახლში მცირეწლოვანი შვილი ამაოდ ელოდება!!!!

მე არ ვაპირებ, ეს ასე გავატარო. ვიცი, რომ ჩემი დის შვილი ცამდე მართალია.

არც შიმშილობას მოვერიდები და არ გავჩერდები!!!“, – წერს ნუკა არველაძე.

FB კომენტარები

კომენტარი