დაუჯერებელი ამბავი – ეს 35 წლის წინათ გაყინული გოგონას სხეულს დაემართა

88
SHARE

1980 წლის 20 დეკემბერს, 19 წლის ჯინა ჰილარდი მშობლებთან მიდიოდა სტუმრად. იმ წელს მინესოტას შტატში დიდთოვლობა და საშინელი ყინვა იყო, რის გამოც გოგონას მანქანის ძრავა გაეყინა.

მან გადაწყვიტა მეგობართან დარჩენილიყო, რომელიც შედარებით ახლოს ცხოვრობდა და ფეხით განაგრძო გზა. თუმცა, ჯინამ ამხანაგის სახლთან ახლოს გონება დაკარგა და რამდენიმე საათის შემდეგ იგი მეგობარმა შემთხვევით, სრულიად გაყინული იპოვა.

გოგონა საავადმყოფოში წაიყვანეს. მისი სხეული ყინულის ისეთი სქელი ფენით იყო დაფარული, რომ ექიმები ნემსის გაკეთებასაც ვერ ახერხებდნენ. მისი გულისცემა კი საათში 12 იყო.

ექიმებს მისი გადარჩენის იმედი რომ დაეკარგათ, გოგონამ სწორედ მაშინ დაიწყო მოძრაობა. 6 კვირის შემდეგ კი შინ საკუთარი ფეხით დაბრუნდა.
დღეს ჯინა უკვე ზრდასრული ქალია და ამბობს, რომ მას საკუთარი მფარველი ანგელოზი ჰყავს, რომელიც გაჭირვებაში არ ტოვებს.

FB კომენტარები

კომენტარი