“დაუცველ სექსში 5 დოლარს გვიხდიან” – რას ჰყვებიან სექსმუშაკები, რომლებიც ღამეში 7-8 მამაკაცს ემსახურებიან (ვიდეო)

3973
SHARE

დასავლეთ აფრიკაში, სიერა ლეონეს რესპუბლიკაში, პროსტიტუციით დაკავებულ ქალებს 57 ცენტს უხდიან.
ამის შესახებ ისინი ​ BBC-ის ჟურნალისტთან საუბარში ყვებიან. ადგილობრივი სექსმუშაკები დაუცველი სქესობრივი აქტის სანაცვლოდ კი 5.60$-ს იღებენ.
BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში სექსმუშაკები ვრცლად საუბრობენ, თუ რამ აიძულა ისინი პროსტიტუციით დაკავებულიყვნენ, როგორც ირკვევა, ამის მიზეზი, უმეტესწილად, მძიმე სოციალური მდგომარეობა გახდა. როგორც გოგონები ჰყვებიან, ებოლას ეპიდემიის შედეგად, მათ მშობლები და ის ადამიანები დაეხოცათ, რომლებიც არჩენდნენ და ფინანსურად ეხმარებოდნენ, ახლა კი ოჯახებისა და საკუთარი თავის რჩენა თავად უწევთ.
გოგონები ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნიც არაერთხელ გამხდარან. ერთ-ერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ მამაკაცმა ის გაქურდა და გამომუშავებულ ფულთან ერთად, მობილური ტელეფონიც მოჰპარა. როცა გოგონამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მამაკაცმა ის სცემა და გაიქცა.
კითხვაზე – რამდენი კლიენტია საჭირო იმისთვის, რომ ერთ ღამეში საარსებო თანხა გამოიმუშაონ, ერთ-ერთი სექსმუშაკი პასუხობს, რომ დახლოებით შვიდი – რვა.
სიერა ლეონეში მცხოვრები 300 000 ქალი სექსმუშაკია. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მათ მუშაობა უმძიმეს პირობებში უწევთ. ისინი აღნიშნავენ, რომ წლების წინ სულ სხვა მიზნები ჰქონდათ, თუმცა მძიმე რეალობამ იძულებული გახადა, პროსტიტუციით დაკავდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი