„დარეკეს ამ ბატონის თუ ქალბატონის სახელით – რას პასუხობს “ჩოხა ჯი” – ს წარმომადგენელი კესარიას

266
SHARE

გუშინ კესარიამ „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ტრადიციული ნაციონალური სამოსი მაღაზია „ჩოხა“-მ არ მიაქირავა. „ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი არ მომცეს სამოსი. არის ასეთი მაღაზია „ჩოხა ჯი“, სადაც დავრეკეთ და მითხრეს, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს, ტრადიციულ სამოსს არ ჩააცმევდნენ. ქართველებმა ქირითაც არ მომცეს ტრადიციული სამოსი, რომ წარმედგინა მსოფლიო კონკურსზე. ამიტომ არც ისე ლამაზი სამოსით გამოვედი ამ ტურზე და შესაბამისად ქულებიც დამაკლდა“. – აცხადებდა კესარია ჩვენთან ინტერვიუში.
ჩვენ მაღაზია „ჩოხა“-ს დავუკავშირდით.

– „პრაიმტაიმიდან“ გირეკავთ, კესარიას განცხადებაზე მინდა თქვენი კომენტარი. როგორ მოგმართოთ?

– ნუგზარი.
– ბატონო ნუგზარ, კესარია ამბობს, რომ ის დაგიკავშირდათ და თქვენ ნაციონალური სამოსი არ მიაქირავეთ.
– არ ვიცი ვინ დამიკავშირდა, მაგრამ ამ კონკურსისთვის კი დამირეკეს. თავი არ წარუდგენიათ.

– არ გითხრეს, რისთვის სჭირდებოდათ სამოსი?
– მთელი დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი მიკავშირდება, ყველას ტექსტს ვერ დავიმახსოვრებ. მახსოვს რომ დარეკეს ამ ბატონის თუ ქალბატონის სახელით. მე მას ვუპასუხე, რომ ამ თარიღისთვის თავისუფალი კოსტიუმები არ გვაქვს.
– ანუ, ის პასუხი, რომ არატრადიციული კონკურსისთვის ტრადიციულ სამოსს არ აქირავებთ, ტყუილია?
– ეს კესარიას ინტერპრეტაციაა. წავიკითხე ინტერვიუ, ეს მისი ვერსიაა. მე ასე არ მითქვამს. ალბათ მიხვდა რატომაც არ ვაძლევდით და ამიტომ თქვა. სინამდვილეში მე სხვა მიზეზი ვუთხარი.
– უბრალოდ დელიკატური გინდოდათ ყოფილიყავით და ამიტომ უთხარით სხვა მიზეზი თუ მართლა არ იყო იმ კონკრეტული თარიღისთვის თავისუფალი კოსტიუმი?
– თავს უფლებას მივცემ ამ შეკითხვას არ ვუპასუხო. ეს ჩემი პირადი საქმეა.

წყარო:Read more at https://www.primetime.ge

Comments

comments