დანიელ იაკუბოვიჩის დიეტა “დიდი საუზმე” – მინუს 10 კილოგრამი

92
SHARE

მიზანი: კალორიების დღიური ნორმის მაქსიმუმი საუზმეზე უნდა მიიღოთ. ეს ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და გახდომას.

მიდგომა: დანიელ იაკუბოვიჩი, ავტორი წიგნისა The Big Bre­ak­fast Di­et, ამბობს, რომ დილის 9 საათამდე მირთმეული საუზმე ააქტიურებს მეტაბოლიზმს, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივ რიტმს უწყობს ფეხს. ეს ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებს ორგანიზმი ნახშირწყლებსა და ცილებს ენერ-გიის წყაროების სახით და წვავს ცხიმს. ამ დიეტით თვეში 10 კილოს დაიკლებთ.

ძირითადი პრინციპი: მიირთვათ სწორი საკვები სწორ დროს. მკაცრი შეზღუდვე-ბი არ არსებობს, თუმცა არის პროდუქტების ჯგუფი, რომლებიც საკვების პირველადი მიღების საფუძვლად უნდა იქცეს. ჯერ ერთი, ეს არის ცილები (კვერ-ცხი და რძის პროდუქტები). ისინი ნაყროვანების განცდას ტოვებენ ხანგრძლივი დროით. ასევე მნიშვნელოვანია ნახშირწყლები (ცეხვილი პური, ფაფეული), მაგრამ მათ რომ სხეულს არ ავნონ, ისინი დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ. მესამე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – უჯრედისი (ახალი ხილი და ბოსტნეული), რომელიც აუცილებელია კუჭნაწლავის მოქმედებისთვის.

პლუსები: ნოყიერი საუზმე დაგეხმარებათ, დიდხანს იგრძნოთ თავი დანაყრებუ-ლად დღის განმავლობაში და აკონტროლოთ მადა. “ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჯანსაღად საუზმობენ, დღის განმავლობაში გაცილებით ნაკლებ კა-ლორიას იღებენ და როგორც წესი, ნაკლები წონა აქვთ“, – ამბობს ჯოან სელჯ ბლეიკი, ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის პრეს-მდივანი.

მინუსები: “წონის დასაკლებად საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა აქვს მი-ღებული კალორიების საერთო რაოდენობას, – ამბობს ბლეიკი, – ამიტომ მნიშ-ვნელოვნად გახდომას ვერ შეძლებთ, თუ არ შეკვეცთ სადილისა და ვახშმის პორციებს“.

წესად აქციეთ:
სრულფასოვანი საუზმე დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ სწრაფი კვების პროდუქტების და სხვა, ორგანიზმისა და წონისთვის მავნე საკვების მიღება.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი