დამსხვრეული სტერეოტიპი ქართულ რეალობაში – რას ამბობს “კვირა+”-თან მამაკაცი ძიძა

477
SHARE

გაბატონებული სტერეოტიპი, იმის შესახებ, რომ ბავშვის აღზრდა, მოვლა-პატრონობა მხოლოდ ქალბატონების საქმეა, სერიალმა ჩემი ცოლის დაქალებმა“ მეტნაკლებად უკვე დაამსხვრია. სერიალში მამაკაცი ძიძის პერსონაჟის გამოჩენამ თავდაპირველად მამრობითი სქესიის გაოცება გამოიწვია და ფართო განხილვის თემად იქცა.
ქართულ რეალობაში კი 22 წლის პეტრე ნოდია ერთადერთია, ვინც ძიძად მუშაობის სურვილი გამოთქვა და საკუთარი მონაცემები ერთ-ერთ საიტზე გამოაქვეყნა.
ახალგაზრდა ბიჭის გაბედულმა გადაწყვეტილებამ ინტერნეტ სივრცე მალევე დაიპყრო და ბევრისგან დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. ახალბედა ძიძას განცხადება არც „კვირა+“-ს გამოჰპარვია და დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად მაშინვე დაუკავშირდა.13616156_1116936808350197_533853943_o
პეტრე ნოდია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. პარარლელურად კი ერთ-ერთ კვების ობიექტში მზარეულად უკვე 3 წელია მუშაობს. თუმცა ახლა საქმიანობის შეცვლა გადაწყვიტა და აპირებს, რომ ძიძის ამპლუაში მოსინჯოს თავი. მითუმეტეს, რომ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება პატარა ნათესავებთან თანაცხოვრებისას საკმაოდ პატარა ასაკიდანვე დააგროვა.
„კვირა +“-სთან საუბრისას ამბობს, რომ მამაკაციც ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა ჩაერთოს ბავშვის აღზრდაში, როგორც ქალბატონები.
„დავიღალე სამზრეულოში მუშაობით და რომ დავფიქრდი რა გამომივიდოდა კარგად სამზარეულოში მუშაობის გარდა, ეს ბავშვებთან ურთიერთობა იყო. ძალიან მიყვარს პატარები. ვიცი როგორ უნდა მოვუარო 1 წლიდან ასაკის ბავშვებს, ასევე კარგად ვიცნობ მათ ფსიქოლოგიას.
ჩემი სურვილის შესახებ მეგობრებმა უკვე დიდი ხანია იციან და მათ განსაკუთრებით დადებითი დამოკიდებულება აქვთ. საჯარო განცხადება კი ერთ-ერთ საიტზე გუშინ დავდე. ჩემს განცხადებას ათასობით გამოხმაურება მოჰყვა და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. 13625138_1116936801683531_988474561_n
ჩემი ინტერესი არ არის, რომ საკუთარ თავს რეკლამა გავუკეთო. ჩემი დიდი სურვილია უბრალოდ ბავშვებს მოვუარო და მათთან ერთად ვიყო. ჩემი გადაწყვეტილების მიმართ უნდობლობა არავის გამოუხატავს, ამას სატელეფონო საუბრიდანაც ვგრძნობდი.
უახლოეს დღეებში რამდენიმე ოჯახთან შეხვედრას ვგეგმავ და საბოლოოდ ერთ ოჯახზე შევჯერდები. ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ მათთან ერთად ვიცხოვრო და მათ შვილებს მოვუარო. ამაზე გადაწყვეტილებას კი ორივე მხარე მამაც და დედაც ერთდროულად იღებს. თავიდან შეიძლება ინიციატორი რომელიმე იყოს, მაგრამ ორმხირივი შეთანხმების გარეშე შეუძლებელია. ეს არ არის თამაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემს ცხოვრებაში, რასაც განსაკუთრებული სერიოზულობით ვუდგები.
როცა საკუთარი შვილი მეყოლება ანალოგიური დამოკიდებულება მექნება. მე ვარ სტუდენტი, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარ შემოსავალზეა დამოკიდებული და ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის“,-აცხადებს „კვირა+-სთან საუბრისას პეტრე ნოდია.
პატარებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მისი ფოტო ალბომებიდანაც ადვილი შესამჩნევია. ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული განცხადება, კი რომელმაც მშობლები მის საანდოობაში უნდა დაარწმუნოს, ერთ დღეში უამრავი ნახვა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლებს მამაკაცი ძიძის მიმართ ნამდვილად ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ.
13607968_1116936805016864_865326006_n

FB კომენტარები

კომენტარი